თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - მოსაჩვენებლად ახორციელებდნენ ე.წ. საგამოძიებო მოქმედებებს, არჩევნები დასრულდა და უკვე პირდაპირი ნაბიჯების გადადგმა მიდის, რომ ე.წ თვითმკვლელობის ვერსია შეიყვანონ ძალაში

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიება არჩევნებამდე მოსაჩვენებლად ახორციელებდა საგამოძიებო მოქმედებებს.

როგორც პროკურატურაში შესვლის წინ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გამოძიებას თვითმკვლელობის ვერსიის ძალაში დატოვება სურს.

„როგორც ქალბატონმა თეონამ მითხრა, მას პროკურორი ესაუბრა, რომ ექსპერტიზის დასკვნები უნდა გააცნოს, ამ დასკვნებს ჩვენ ვიცნობდით, ქალბატონი თეონაც საქმის კურსში იყო. დასკვნებს, რომელთაც გავეცანით, პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვენდობით, რადგან ერთ-ერთი ექპერტიზის დასკვნა, რომელიც კომპლექსურ-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურია, ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან აქ სრული მტკიცებულებები არ იყო, რასაც აშშ-დან ველოდებით. ამავდროულად, ექსპერტებს კომუნიკაციაც კი არ ჰქონდათ მშობლებთან, დადგენილიყო თუ რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა თამარს, ასევე სხვა ძალიან ბევრი ფაქტორია. არ შეიძლება ექსპერტი დაეყრდნოს დეა კაპანაძის და ბაჩანა ლობჟანიძის ჩვენებებს, რომელთაც დაკითხვისას მრავალჯერ შეცვალეს ჩვენებები. ეს არის მორიგი დასტური იმისა, რომ გამოძიება ამდენი ხნის განმავლობაში, მოსაჩვენებლად ახორციელებდა ე.წ. საგამოძიებო მოქმედებებს, არჩევნები დასრულდა და უკვე პირდაპირი ნაბიჯების გადადგმა მიდის, რომ გამოძიებამ ე.წ თვითმკვლელობის ვერსია ძალაში შეიყვანოს, ვნახოთ, რა საუბარი იქნება“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს