თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - ოჯახი პროკურატურაში დაიბარეს, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების პირველადი ვერსია გააცნონ, საქმე დახურვისკენ მიჰყავთ

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას ძალიან დიდი დრო დაუთმო, თუმცა, მთავარ კითხვებზე პასუხი მაინც არ არის.

როგორც უწყებაში შესვლამდე ქობესაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურას საქმის დახურვა და იმის თქმა სურს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ მოუკლავთ და რომ მან სუიციდი ჩაიდინა.

„დასკვნები ნამდვილად მოსულია, გამოძიებას ექსპერტიზები ჰქონდა დანიშნული იმ კუთხით, რომ თავისი თავდაპირველი ვერსია გაემართლებინა. საქმე ყველანაირად თვითმკვლელობისკენ მიჰყავთ მიუხედავად იმისა, რომ დასკვნებში არაფერი არ არის ცხადი. ფსიქოლოგიურ დასკვნაში ალბათობის დონეზე უშვებს ექსპერტი, რომ ბაჩალიაშვილს შეიძლებოდა თავი მოეკლა, თუმცა, კონკრეტულად რაიმე სახის მინიშნება, ან მასალა, რომ მან თავი მოიკლა, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება. ერთობლიობაში, რა მასალებიც არის, საქმე უფრო გვაქვს მკვლელობასთან, ვიდრე თვითმკვლელობასთან.

ოჯახი პროკურატურაში დაიბარეს იმასთან დაკავშირებით, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების პირველადი ვერსია გააცნონ, საბოლოოდ მათ საქმე დახურვისკენ მიჰყავთ, ფიქრობენ, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდებენ ინფორმაციას, რომ მკვლელობა ვერ იქნა დადგენილი და საქმე თვითმკვლელობასთან გვაქვს. თუმცა, ამდენ ბუნდოვანებაზე და ამდენ ბნელ მხარეებზე პროკურატურას დღემდე არ აქვს პასუხი.

მთავარი კითხვებია, სისხლის წვეთები როგორ მოხვდა მანქანაში, აბსოლუტურად აბსურდული დასკვნა დააწერინეს ექსპერტიზას, მთავარი არგუმენტია ის, თუ როგორ ვერ იპოვეს 4 დღის განმავლობაში მანქანა, სად იყო და ასევე, მედიკამენტებზე, თავდაპირველადვე განაცხადა პროკურატურამ ოფიციალურ განცხადებაში, რომ ბაჩალიაშვილმა შეიძინა და მისით განახორციელა სუციდი. თუმცა, საქმის მასალებში ვნახეთ, რომ მედიკამენტები, რომლითაც მისი გარდაცვალება მოხდა, ბაჩალიაშვილის მიერ შეძენილი არ არის. ძალიან დიდი დრო და საგამოძიებო მოქმედებები აქვს ამ საქმეს პროკურატურის მხრიდან დათმობილი, თუმცა, დღემდე არ ვიცით როგორ მოხვდა ეს მედიკამენტები ბაჩალიაშვილის ორგანიზმში“, - განაცხადა ქობესაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო