თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - საქმეს ბოლომდე მივიყვან, მკვლელები და ვინც მათ მფარველობას ხელი შეუწყო, პასუხს აგებენ

თამარ ბაჩალიაშვილს იმდენი ტვინი და ნიჭი ჰქონდა, ბევრი მინიშნება აქვს დატოვებული, ფიცი მაქვს ოჯახისთვის, იმ გოგოს სულისთვის მიცემული, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვან და მკვლელები პაუხს აგებენ, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუკი, საქმეს დახურულად გამოაცხადებენ, „ეს ყველაფერი საერთაშორისო მასშტაბზე გავა“.

„პროტესტის ნიშნად დავტოვე ჩვენი შეხვედრა. საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაც სრულდება, ეს არ იყო არანაირი საქმის მასალების გაცნობა, ეს იყო უბრალოდ შეხვედრა და წინასწარ გაცნობა იმ პოზიციის, იმ შემაჯამებელი დასკვნების, რასაც უახლოეს ხანში პროკურატურა იტყვის. ეს იყო გასაუბრება, რომელმაც ჩემში ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია. როცა რეცეპტით გაიცემა მედიკამენტი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი გამოიწვია, სად და როდის შეიძინა, ამ კითხვაზე იყო შემდეგი პასუხი, რომ დიახაც, მან შეიძინა. კითხვაზე, სად, როდის შეიძინა, პასუხი იყო, დიახ მან შეიძინაო. დღეს უკვე კითხვაზე პასუხიც არ გააჩნიათ, ვადაგასული მედიკამენტები როგორ აღმოჩნდა, საიდან მოიპოვა, არც აინტერესებთ, რომ პასუხი გასცენ, ამ დროს, საზოგადოებას ანახებდნენ როგორ შედიოდა თამარ ბაჩალიაშვილი აფთიაქებში, როგორ ყიდულობდა... ავიწყდებათ, რომ ეს მედიკამენტი რეცეპტით გაიცემა, ესეც კი არ აინტერესებთ, აი, სად არის სიყალბე! დასრულდა არჩევნები? დასრულდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ობიექტური გამოძიება, მაგრამ იცოდნენ, რომ ბევრ რაღაცას მივაგნებ. თამარ ბაჩალიაშვილს იმდენი ტვინი და ნიჭი ჰქონდა, ბევრი მინიშნება აქვს დატოვებული, ფიცი მაქვს ოჯახისთვის და იმ გოგოს სულისთვის მიცემული, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვან და მკვლელები პაუხს აგებენ, ასევე ისინი, ვინც მათ მფარველობას ხელი შეუწყო. რაც არ უნდა სიბინძურე გააკეთონ ჩემ წინააღმდეგ, ჩემი სიცოცხლის საპირწონედ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან“, - განაცხადა რამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს