მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარებულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარებულია.

მისი თქმით, თუ ამ წელს პანდემია სამთხო-სათხილამურო კურორტების გახსნის საშუალებას ხელს არ შეუშლის, დამსვენებლებს წინა წლისგან განსხვავებით წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეექმნებათ.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო მთის კურორტების წყალმომარაგების პროექტები. ბაკურიანსა და გუდაურში იცით, რომ განსაკუთრებული პრობლემები იყო წყალთან მიმართებით, წელს ეს სამუშაოები დასრულდა. უკვე მზად არის გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების ტბის სისტემაც და თუ ჩვენ პანდემია მოგვცემს საშუალებას წელს სამთო - სათხილამურო კურორტი გავხსნათ, უკვე ჩვენს დამსვენებელს ეს პრობლემა აღარ ექნებათ,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა