კომპანია „ელგრინი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ელგრინი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ რომ „ელგრინი“ საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ოპერირებს ოთხ ქვეყანაში და არცერთი ქვეყნის ხელისუფლებას კომპანიაში არც ღია და არც ფარული ინტერესი არ გააჩნია.

კომპანიის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გასულ კვირას, 13 დეკემბერს ტელეარხებმა „მთავარი“ და „ფორმულა“ სინქრონულად და კოორდინირებულად შესთავაზეს საზოგადოებას მორიგი შეგნებული ტყუილი, დეზინფორმაცია და ფეიკნიუსი კომპანია ელგრინის შესახებ.ჩვენ მანამდეც არაერთხელ მოგვისმენია პოლიტიკურად მოტივირებული, სრულიად დაუსაბუთებელი და არაკომპეტენტური კრიტიკა ჩვენი კომპანიის მიმართ, მათ შორის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მხრიდან, რომ თითქოს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დაბალ ფასებს უზრუნველყოფს რომელიმე ბიუროკრატის მოლაპარაკებების უნარი და არა თავისუფალი ბაზარი და ჯანსაღი კონკურენცია.

ჩვენ ერთი წამითაც არ ვუშვებთ, რომ "ბეიკერ მაკკენზის" პარტნიორი გიორგი ქობულია საწინააღმდეგო აზრის იყოს, მაგრამ იგი მოქმდებს შეკვეთით და დავალებით, ისევე, როგორც ზემოხსენებულ მედიასაშუალებათა რეალური მფლობელები, რომელთა პოლიტიკური ამოცანა - საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის ბაზრიდან აზერბაიჯანის განდევნის გზით, ამ ბაზარზე რუსეთის მონოპოლიის აღდგენა და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის განზრახ ზიანის მიყენებაა.

არ გამოვრიცხავთ, რომ პოლიტიკურთან ერთად, მათ ანგარების მოტივიც ამოძრავებდეთ, რადგან სახელმწიფო ინტერესების ზიანის ხარჯზე გამდიდრება მათი ჩვეული ხელწერაა.

და ბოლოს, „ელგრინი“ საერთაშორისო კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებლები საქართველოს და უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან. კომპანია ოპერირებს ოთხ ქვეყანაში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ქვეყნის ხელისუფლებას კომპანიაში არც ღია და არც ფარული ინტერესი არ გააჩნია.

შესაბამისად, ყველა სახის ეგრედ წოდებული ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი და როგორი დახვეწილი მანიპულაციების მეშვეობითაც არ უნდა მიეწოდებოდეს ფართო აუდიტორიას, მტკნარ სიცრუეზე დაფუძნებული იაფფასიანი სპეკულაციაა და სხვა არაფერი.

ჩვენ მოვითხოვთ ტელეარხებისგან პირდაპირ ეთერს ჩვენი პოზიციის საზოგადოებისთვის წარსადგენად და მათ პოზიციაში სიცხადის შესატანად და უარის შემთხვევაში ეს იქნება პირდაპირი აღიარება, რომ მათი გადაცემები იყო შეგნებული და მიზანმიმართული ტყუილი, დეზინფორმაცია და ფეიკნიუსი”-აღნიშნავენ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა