ვახტანგ გომელაური - დეტალები არ ვიცი რამდენ ხორცსაკეპ მანქანაზეა გამოცხადებული ტენდერი - ხან ავეჯს ვყიდულობ და ხან ნიანგის ტყავის ძვირფას დივან-კრესლოებს, რაც სიცრუეა

ეს ხომ სასაცილოა, ხან ავეჯს ვყიდულობ და ხან ნიანგის ტყავის ძვირფას დივან-კრესლოებს, ამოდით, ძველები ალაგია, რაც ღარიბაშვილის დროს იყო, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც სხვადასხვა მიზნობრივი ტენდერების გამოცხადებას, მათ შორის, უწყებაში ხორცსაკეპი მანქანების შესყიდვას შეეხებოდა.

მინისტრი გამოცხადებულ ტენდერებთან დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, აცხადებს, რომ შესაძლოა, ეს გარკვეული დანაყოფების საჭიროებიდან გამომდინარე იყოს.

"დეტალები არ ვიცი რამდენ ხორცსაკეპ მანქანაზეა გამოცხადებული ტენდერი და ა.შ. ჩვენ გვყავს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ჯარი გვყავს, რომელსაც კვება უნდა და ალბათ სჭირდებათ, ამიტომ გამოაცხადეს ტენდერი. იმედია, მინისტრის კაბინეტში დასადგმელად, ჩემთვის, ხორცსაკეპ მანქანებსა და საკრეჭ მანქანებს არ ყიდულობთ?! როგორც ყოველთვის მაბრალებენ-ხოლმე, ხან ავეჯს ვყიდულობ და ხან ნიანგის ტყავის ძვირფას დივან-კრესლოებს, რაც, რა თქმა უნდა, სიცრუეა. ჯარისკაცებს არ უნდა ვაჭამოთ?! სჭირდებათ ალბათ ეს ხორცსაკეპი მანქანები, 4000 კაცი გვყავს, მესაზღვრეები. ასევე ძაღლისთვის რომ ვოილერს აშენებენ, ხომ იცით რომ გვაქვს კინოლოგია, ეს ხომ სასაცილოა?! ეს ხომ არ არის კაბინეტი, მესმის, რომ კაბინეტში მინისტრი ყიდულობსო რომ ამბობენ, თუმცა არ მიყიდია არაფერი. ამობრძანდით, ძველი დივან-კრესლოები ალაგია, რაც ღარიბაშვილის დროს იყო," – განაცხადა გომელაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა