თენგიზ ფხალაძე - მმართველი გუნდი დღეს ვერ გრძნობს, რომ თუკი ერთპატიული პარლამენტი საბოლოოდ გაფორმდა, ეს ტვირთი „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანას ძალზე ძვირად დაუჯდება

არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ რეალობაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში, ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ახალი რეალობა ჩამოყალიბდა.

ჩვენს უახლეს ისტორიაში პირველად დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის ლამის მთელი შემადგენლობა პარლამენტში არ შედის. თუ მანამდე მათ, ვინც პარლამენტში შესვლას აპირებდა საარჩევნო კანონმდებლობაში სერიოზული ცვლილებების მიღწევის მოტივით, ახლა ისინიც ამბობენ, რომ მათ შესვლასაც არანაირი აზრი არ აქვს, რადგან საკონსიტუციო ცვლილებების მისაღებად მათი შესვლა სხვა ოპოზიციონერების გარეშე აზრს კარგავს.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რომლის უმთავრესი მახასიათებელი ერთპარტიული პარლამენტი და მრავალპარტიული ოპოზიციაა, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს?

- ერთმნიშვნელოვნად საქმე გვაქვს პოლიტიკურ კრიზისთან, რომელსაც გაღრმავების ტენდენცია უფრო აქვს, ვიდრე სწრაფად მოგვარების. პოლარიზაცია აშკარაა - ერთ მხარესაა ხელისუფლება, რომელიც არჩევნების შედეგების გადახედვას არ აპირებს და არ განიხილავს ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხარეს - ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ხელახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლას არ აპირებს. შედეგად ისევ ორპოლუსიანი, ანტაგონისტური პარადიგმა გვაქვს, რომელსაც ჩიხამდე მივყავართ.

დღეს მხარეები მათ მიერვე შექმნილი პოლიტიკური კონიუქტურის მძევლები არიან და ამ ვითარებიდან გამოსვლის რესურსი არ გააჩნიათ.

ერთმნიშვნელოვნად საქმე გვაქვს პოლიტიკურ კრიზისთან, რომელსაც გაღრმავების ტენდენცია უფრო აქვს, ვიდრე სწრაფად მოგვარების... დღეს მხარეები მათ მიერვე შექმნილი პოლიტიკური კონიუქტურის მძევლები არიან და ამ ვითარებიდან გამოსვლის რესურსი არ გააჩნიათ

მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სპექტრში არ აღმოჩნდა ინსტიტუტი, რომელიც ამ ვითარებაში მედიატორობას და ვითარების განმუხტვას შეძლებდა.

ზეპარტიული ინსტიტუტები, რომლებიც ასეთ ვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს უნდა ასრულებდნენ ან უუნარონი აღმოჩნდნენ, ან მხარეებმა მათი მედიაცია არ ისურვეს.

ამიტომაც დავრჩით ისევ უცხოელი პარტნიორების იმედად. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შუამავლები არიან და არა არბიტრები. ისინი ჩვენს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ და არც მათი შუამავლობის რესურსია უსაზღვრო.

ელჩების ძალისხმევით მოლაპარაკებათა 4 რაუნდი გაიმართა, მაგრამ ამ მცდელობებმა ჯერ შედეგი ვერ მოიტანა და 11 დეკემბერს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულ ფორმატში შეიკრიბა.

ახლა მე-5 რაუნდის მოლოდინში ვართ, მაგრამ ნაცვლად კომპრომისის ძიების მცდელობისა, ვისმენთ ერთმანეთის შეურაცხმყოფელ რიტორიკას და ვხედავთ ზეწოლის და ოპონენტის მარგინალიზაციის მცდელობებს.

შესაბამისად მოლაპარაკების სივრცეც ვიწროვდება, დროც იწურება და მართლაც ახლოს ვართ იმ რეალობასთან, რომ ერთპარტიული პარლამენტი საბოლოოდ გაფორმდეს.

მოლაპარაკების სივრცეც ვიწროვდება, დროც იწურება და მართლაც ახლოს ვართ იმ რეალობასთან, რომ ერთპარტიული პარლამენტი საბოლოოდ გაფორმდეს

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლება და ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და იგი იმ გარე თუ შიგა გამოწვევების წინაშე, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს, ოპონენტების გარეშე მარტო აღმოჩნდება?

- ვფიქრობ ჯერ კიდევ ბოლომდე არაა გაცნობიერებული საშიში მოცემულობა, რომელშიაც შეიძლება ძალიან მალე აღმოვჩნდეთ. ჩატარებული არჩევნების შედეგად ჩვენ გაგვიჭირდება კვლავაც მოვიწონოთ თავი ლიდერობით აღმოსავლეთ პარტნიორობაში ან ნატოს ასპირანტ სახელმწიფოებში და „მეტი მეტისათვის“ მოვითხოვოთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დემოკრატიული განვითარების, ინსტიტუტების მდგრადობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ კითხვები წარმოიშვება და საქართველოსადმი სკეპტიკურად განწობილ ოპონენტებს დამატებითი არგუმენტები გაუჩნდებათ.

ერთპარტიული პარლამენტი შიდაპოლიტიკურ სივრცეშიც დიდი პრობლემაა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რგოლი ერთი პოლიტიკური ძალის ხელში რჩება, ოპოზიცია კი ინსტიტუციური ფორმატებს მიღმაა. ეს წარმოუდგენლად ზრდის ხელისუფლების პასუხისმგებლობას.

მმართველი გუნდი დღეს ვერ გრძნობს, რომ თუკი ერთპატიული პარლამენტი საბოლოოდ გაფორმდა, ეს ტვირთი „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანას ძალზე ძვირად დაუჯდება. საპარლამენტო რესპუბლიკაში ერთპარტიული პარლამენტი ისეთივე ნონსენსია, როგორც ერთი გუნდის მიერ ჩატარებული ჩემპიონატი.

გამოდის, რომ პარლამენტში ამა თუ იმ საკითხის განხილვისას წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთის პოზიცია და ვერ იქნება მოსმენილი მისგან განსხვებული შეხედულებები. ასეთი რეალობა პარტიულ სტრუქტურას ემსგავსება და არა ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოს. შესაბამისად თავად პარლამენტს ეკარგება აზრი, თუკი ის შეჯიბრებითობისა და პოლიტიკური დებატების გარეშე ფუნქციონირებს.

უხლოეს წარსულში ჩვენ გყვავდა პარტიები საკონსტიტუციო უმრავლესობითა და ჭარბი ძალაუფლებით და ისიც გვახსოვს, რა შედეგის მომტანია მომეტებული ხელისუფლება და მისი შემაკავებელი ბერკეტის არქონა ქვეყნისთვისაც და თავად მმართველი გუნდისათვისაც.

ამ გამოცდილების გათვალისწინებით, წარმოიდგინეთ რამდენად მძიმდება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, რომელსაც კოვიდვითარებისა და მისი ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით წინ ისედაც მძიმე წელი ელოდება.

ხელისუფლებაში ყოფნა პრივილეგიასთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა რამდენადმე იზრდება, თუკი მის გაზიარებას სხვასთან ვერ ახერხებ.

ერთპარტიული პარლამენტი ნიშნავს პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანას, რადგან ხელისუფლების ოპონენტებს სხვა სივრცე აღარ რჩებათ. ეს კი მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას და აზიანებს ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან ეროვნულ ინტერესების განხორციელება საჭიროებს ეროვნულ თანხმობას.

ერთპარტიული პარლამენტი ნიშნავს პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანას, რადგან ხელისუფლების ოპონენტებს სხვა სივრცე აღარ რჩებათ. ეს კი მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას და აზიანებს ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან ეროვნულ ინტერესების განხორციელება საჭიროებს ეროვნულ თანხმობას

არის საკითხები, რომლებიც მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის თანამშრომლობას, რომლებიც უნდა გადაწყდეს კონსენსუსით და არა ხმათა უმრავლესობით. არსებული დაპირისპირების პარადიგმა კი ამის შესაძლებლობას არ ტოვებს.

- მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში გარკვეული ტიპის რყევებია, ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა შეინარჩუნა ერთობა არჩევნების არაღიარებისა და ახალი არჩევნების მოთხოვნის საკითხში.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტსგარეთ დარჩენილი ოპოზიციის ძირითადი ნაწილი პროდასავლურია, დასავლეთი ოპოზიციის ბოიკოტს მხარს არ უჭერს.

რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია ვითარებაში, როცა მათ ბოიკოტს დასავლეთი მხარს არ უჭერს?

- დასავლეთი რომ ბოიკოტს მხარს არ დაუჭერდა, ეს ოპოზიციისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო. ჩვენი პარტნიორებს სურთ საქართველო იმ სახელმწიფოდ იხილონ, რომელმაც „ქუჩის პოლიტიკის“ ეტაპი გაიარა და ფუნქციურ დემოკრატიად გარდაიქმნა.

ამ სურვილის ხორცშესხმისათვის დასავლეთმა საკმაოდ დიდი რესურსი გაიღო და შესაბამის შედეგსაც ელოდება. სამწუხაროა, რომ არსებული რეალობა განსხვავებულია და ჩვენ ისევ განვლილ წრეზე გვიწევს ტრიალი.

რაც შეეხება ოპოზიციას, ისიც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. როგორც უკვე მოგახსენეთ, არსებული ვითარება მხოლოდ პოლარიზაციას და რადიკალიზაციას ემსახურება. მთელი ოპოზიცია რჩება საპარლამენტო ტრიბუნის გარეშე და ოპოზიციურ ძალებს ერთადერთ სამოქმედო არეალად არასაპარლამენტო ფორმატი, ანუ ქუჩა რჩებათ. ეს კი მართლაც ძალიან საშიშია.

ოპოზიციაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. არსებული ვითარება მხოლოდ პოლარიზაციას და რადიკალიზაციას ემსახურება. ოპოზიციურ ძალებს ერთადერთ სამოქმედო არეალად არასაპარლამენტო ფორმატი, ანუ ქუჩა რჩებათ. ეს კი მართლაც ძალიან საშიშია

თქვენ მართებულად აღნიშნეთ, რომ ოპოზიციას შორის გარკვეული რყევებია, რაც მომავალში კიდევ გაიზრდება. ოპოზიციის დღევანდელი ერთიანობა „ქართული ოცნების“ დამსახურება უფროა, ვიდრე ოპოზიციური პარტიების ღირებულებითი ერთობის.

მეტიც, ჩვენ დღეს ერთად ვხედავთ ტრადიციულ პოლიტიკურ ოპონენტებსაც, რომლებიც სხვა შემთხვევაში ერთად არასოდეს დადგებოდნენ. ეს მოცემულობა, რა თქმა უნდა, დროებითია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს ხანს დარჩება თავად ხელისუფლება ოპოზიციის გამაერთიანებელ ფაქტორად.

რა თქმა უნდა, საკითხავია, რამდენად მზადაა ოპოზიცია გრძელვადიანი ბრძოლისათვის? დღევანდელი კრიზისის სწაფი განმუხტვა ნაკლებად სავარაუდოა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ სურს რევოლუციური სცენარი. ამასაც მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ორია - დესტაბილიზაციის შიში და უნდობლობა თავად ოპოზიციური ლიდერებისადმი.

საზოგადოების უმრავლესობას არ სურს რევოლუციური სცენარი. ამასაც მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ორია - დესტაბილიზაციის შიში და უნდობლობა თავად ოპოზიციური ლიდერებისადმი

შესაბამისად „ქუჩაში დარჩენილ“ ოპოზიციას მოუწევს ზრუნვა იმ განსხვავებულ დღის წესრიგსა და შეთავაზებაზე, რომელიც ამ ფაქტორებს გაანეიტრალებს და ოპოზიციას საზოგადოების მეტ მხარდაჭერას მოუტანს. ეს კი ადვილი ამოცანა ნამდვილად არ გახლავთ და მისი განხორციელებას ყველა პოლიტიკური გაერთიანებამ შეიძლება ვერც მოახერხოს.

დღეს, ქართულ პოლიტიკაში აშკარად შეიმჩნევა ელიტის კრიზისი, რომელსაც არსებული ბიპოლარული პარადიგმა კიდევ უფრო გააღრმავებს. ოპოზიციას წინ გადაჯგუფებისა და კრისტალიზაციის მეტად რთული პერიოდი ელოდება, რომლის შედეგადაც შესაძლოა ზოგიერთი პარტია საერთოდ გაქრეს, ან ახალ გაერთიანებაში აღმოჩნდეს.

დღეს, ქართულ პოლიტიკაში აშკარად შეიმჩნევა ელიტის კრიზისი, რომელსაც არსებული ბიპოლარული პარადიგმა კიდევ უფრო გააღრმავებს. ოპოზიციას წინ გადაჯგუფებისა და კრისტალიზაციის მეტად რთული პერიოდი ელოდება, რომლის შედეგადაც შესაძლოა ზოგიერთი პარტია საერთოდ გაქრეს, ან ახალ გაერთიანებაში აღმოჩნდეს

თუკი ზემოხსენებული კრისტალიზაციის შედეგად მხოლოდ დღეს არსებული ორი პოლუსი დარჩა, პოლიტკური დაპირისპირება უფრო საშიშ ფორმას მიიღებს, ხოლო თუკი პროცესი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნით დასრულდება, ეს შეარბილებს პოლარიზაციას და საუკეთესო შედეგი იქნება მრავალპარტიული დემოკრატიის სამომავლო ფუნქციონირებისათვის.

- 2020 წელი მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შედეგების თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. პანდემიის მძვინვარების ფონზე საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური თემები კიდევ უფრო გაშიშვლდა და გარკვეული კონტურები და ტენდენციები გამოიკვეთა.

რადგან წელი სრულდება, ახლა უკვე შესაძლებელია 2020 წლის შედეგებზე საუბარიც. თქვენი დაკვირვებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შედეგების თვალსაზრისით როგორი იყო 2020 წელი?

- ეს ურთულესი წელი იყო და ამაში უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ კოვიდ პანდემიამ ითამაშა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ COVID-19 ვირუსმა მართლაც შეცვალა მსოფლიო.

განსხვავებულად წარმოჩინდა ისეთი საკითხები, როგორციაა საერთაშორისო თანამშრომლობა, გლობალიზაცია, ეკონომიკის ფუნქციონირები პრიორიტეტები, ეროვნული უსაფრთხოება, კიბერ უსაფრთხოება და ჰიბრიდული ომები.

2020-ის შედეგები ჯერ კიდევ წინ გველოდება, რა თქმა უნდა, ის აისახება გლობალურ ეკონომიკაზე, მეტად გამწვავდება გეოპოლიტიკური წინააღმდეგობა.

2020-ის შედეგები ჯერ კიდევ წინ გველოდება, რა თქმა უნდა, ის აისახება გლობალურ ეკონომიკაზე, მეტად გამწვავდება გეოპოლიტიკური წინააღმდეგობა

მსოფლიო ახალი წონასწორობის ძიებაშია და 2020-მა ეს პროცესი მხოლოდ დააჩქარა. ჩვენ ვხედავთ მეტად მნიშვნელოვან ცვლილებებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, აზიაში, რასაც დიდი ზეგავლენა ექნება მსოფლიო პოლიტიკაზე.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებებია ჩვენს უახლოეს სამეზობლოში, მხედველობაში მაქვს ყარაბაღის კონფლიქტი, რომლის კიდევ ერთი ცხელი ეტაპი დასრულდა, რომლის შედეგადაც რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა მივიღეთ, რაც განპირობებულია ამ პროცესში თურქეთის ოფიციალური და აქტიური შემოსვლით და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობოების განთავსებით.

თუმცა კონფლიქტის საბოლოო მოგვარება ჯერ კიდევ შორსაა და წელს დაწყებული მოვლენების შედეგებს სამომავლოდ ვიხილავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციაშიც, სადაც პოლიტიკურ ელიტაში ახალი გადანაწილება მიმდინარეობს და „მზის ქვეშ“ სამომავლო ადგილისათვის ბრძოლა ახალ ფაზაში გადადის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციაშიც, სადაც პოლიტიკურ ელიტაში ახალი გადანაწილება მიმდინარეობს და „მზის ქვეშ“ სამომავლო ადგილისათვის ბრძოლა ახალ ფაზაში გადადის

რა თქმა უნდა, ცალკე განსახილველია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება აშშ-ს საგარეო პოლიტიკაშიც.

სხვა მოვლენებზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ კვლავაც ჩვენს ნაჭუჭში ვართ ჩაკეტილები და შიდა გარჩევებით დაკავებულნი ჯეროვან ყურადღებას ვერ ვაქცევთ მოვლენებს, რომლებსაც უდიდესი გავლენა ექნება ჩვენს მომავალზე.

მსოფლიოსა და რეგიონში მოსალოდნელ ცვლილებებს საქართველო მოუმზადებელი ხვდება და თუ ამაზე დროზე არ ვიფიქრეთ, ჩვენი გულგრილობა ძვირად დაგვიჯდება.

მსოფლიოსა და რეგიონში მოსალოდნელ ცვლილებებს საქართველო მოუმზადებელი ხვდება და თუ ამაზე დროზე არ ვიფიქრეთ, ჩვენი გულგრილობა ძვირად დაგვიჯდება

- თქვენი აზრით, რა კორექტივებს შეიტანს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება აშშ-ევროპის, აშშ-ნატოს, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?

- „ამერიკა ბრუნდება“ - ეს არის დევიზი, რომლითაც მოდის ჯოზეფ ბაიდენი შეერთებული შტატების სათავეში. ამ დევიზს ამაგრებს ის მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელიც არჩეულმა პრეზიდენტმა უკვე წარადგინა.

ზოგადად დემოკრატებისთვის დამახასიათებელია ინტერნაციონალიზმი და აქტიურობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. შესაბამისად უნდა ველოდოთ შეერთებული შტატების როლის ზრდას ნატოში, აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობის გაუმჯობესებას და ამერიკის აქტიურობას გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში.

დემოკრატებისთვის დამახასიათებელია ინტერნაციონალიზმი და აქტიურობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. შესაბამისად უნდა ველოდოთ შეერთებული შტატების როლის ზრდას ნატოში, აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობის გაუმჯობესებას და ამერიკის აქტიურობას გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში

ამასთანავე, ახალი ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება დემოკრატია და ამ ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა. შესაბამისად მეტი ყურადღება დაეთმობა უნივერსალურ ღირებულებებს და დემოკრატიის გაძლიერებას. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია გამართავს, სწორედ დემოკრატიების ფორუმი იქნება.

ამასთანავე ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავად ბაიდენის პოლიტიკური გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია. მან კარგად იცის რას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიო, იცის მსოფლიო პოლიტიკის ის „ფარული დინებები“ და განმსაზღვრელი ფაქტორები, რომლებიც გამოუცდელი თვალისათვის ძნელად შესამჩნევია.

ბაიდენმა და მისმა გუნდმა ასევე კარგად იცის ჩვენი რეგიონი, უშუალოდ საქართველო, რუსეთიც და ის გამოწვევებიც რომელთა წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ასე რომ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ახალი შესაძლებლობები გვიჩნდება, თუკი, რა თქმა უნდა, მოვახერხებთ ეროვნულ ინტერესებზე კონცენტრირებას და საკუთარი სტრატეგიის სწორად დაგეგმვას.

ბაიდენმა და მისმა გუნდმა კარგად იცის ჩვენი რეგიონი, უშუალოდ საქართველო, რუსეთიც და ის გამოწვევებიც რომელთა წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ასე რომ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ახალი შესაძლებლობები გვიჩნდება, თუკი, რა თქმა უნდა, მოვახერხებთ ეროვნულ ინტერესებზე კონცენტრირებას და საკუთარი სტრატეგიის სწორად დაგეგმვას

- რადგან რუსეთის თემა საქართველოსთვის ყოველთვის აქტუალური იყო და ასეთივედ რჩება, აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე საუბარი ცალკე საუბრი აშკარად ღირს.

დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის დამარცხება იმას უკავშირდება, რომ „ბოროტების იმპერიასთან ფარულ თამაშებს და გარიგებებს თავისუფალი სამყარო ვერ უება.“

მას შემდეგ რაც აზერბაიჯან- სომხეთს შორის ომის დასრულების შემდეგ ერთის მხრივ მოსკოვმა, ხოლო მეორე მხრივ ანკარამ ღიად დააფიქსირეს თავისი ამბიციები სამხრეთ კავკასიაში დომინანტური როლის თაობაზე. თურქეთის თემას ჩვენ კიდევ შევეხებით.

რაც შეეხება რუსეთს. ფაქტია, რომ მსოფლიოს ახალი რეალობა ფორმირების სტადიაშია. ამ რეალობაში არაა ადგილი ისეთი ქცევის მოდელებზე, რომელსაც მიჩვეულია რუსეთი. მხედველობაში მაქვს ვითარება, როცა ძალთა ბალანსზე, გავლენის სფეროებზე, მრავალპორალურობასა და ბიპოლურალობაზე კრემლის მუდმივი საუბრები აზრს კარგავს.

ვითარებაში, როცა კრემლი ცდილობს შეასუსტოს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთისა და აშშ-ს პოზიციები, თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორი პოლიტიკის გატარების გზას აირჩევს ვაშინგტონი მოსკოვთან ურთიერთობაში?

- დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბაიდენი ის პოლიტიკოსია, რომელიც რუსეთს ვარდისფერ ფერებში არ ხედავს. მან და მისმა გუნდმა კარგად იციან რას წარმოადგენს კრემლის რეჟიმი და რა საფრთხეებს ქმნის ის თანამედროვე მსოფლიოსათვის.

ამასთანავე დემოკრატებმა კარგად იციან თუ როგორ ჩაერია რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ქმედებები განახორციელა მოსკოვმა აშშ-ს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

ამდენად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი „გადატვირთვა“ ნაკლებად სავარაუდოა და უფრო მეტად პრაგმატულ პოლიტიკას უნდა ველოდოთ. ამასთანავე, როგორც მოგახსენეთ, ბაიდენი ღირებულებების ერთგულია და პუტინის ანტიდემოკრატიული პოლიტიკისადმი ის ტოლერეანტული ვერ იქნება.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი „გადატვირთვა“ ნაკლებად სავარაუდოა და უფრო მეტად პრაგმატულ პოლიტიკას უნდა ველოდოთ. ამასთანავე, როგორც მოგახსენეთ, ბაიდენი ღირებულებების ერთგულია და პუტინის ანტიდემოკრატიული პოლიტიკისადმი ის ტოლერეანტული ვერ იქნება

დღეს რუსეთმა ღიად მოირგო ანტიდასავლური ბანაკის მედროშეობა და მისი ქმედებებიც უფრო და უფრო აგრესიული ხდება. ამას თავისუფალი სამყარო არ უნდა შეეგუოს და აქ, რა თქმა უნდა, ამერიკის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

- თურქეთის პრეზიდენტმა ბაქოში საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტორებად რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანისა და თუ მოისურვებს სომხეთის ექვსეულის პლატფომის შექმნაზე.

ამ განცხადებით, ცხადი გახდა, რომ რომ დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და დასავლეთის გარდა კიდევ ერთი კონკურეტი ჰყავს თურქეთის სახით.

თურქეთს გამწვავებული ურთიერთობები აქვს ევროპასთან და აშშ-სთან, მაგრამ იგი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ჩვენს რეგიონში დასავლეთის მოკავშირედ რჩება.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში დომინირების თურქული ამბიციების ფონზე სავარაუდოდ როგორი პოლიტიკის გადატების გზას აირჩევს ბრიუსელი და ვაშინგტონი?

- თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მისი გააქტიურება რეგიონში უდავოდ მნიშვნელოვანია. ამან ჩვენთვისაც შეიძლება საინტერესო მოცემულობა შექმნას. თუმცა ყველა მოცემულობას სწორად შეფასება და გამოყენება უნდა.

რაც შეეხება ინიციატივას, სამწუხაროა, რომ ასეთი ინიციატივები საქართველოსთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე ცხადდება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ იმდენად ვართ შიდა პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში, რომ უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან განვითარებულ მოვლენებსაც სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ.

სამწუხაროა, რომ ასეთი ინიციატივები საქართველოსთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე ცხადდება. ჩვენ იმდენად ვართ შიდა პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში, რომ უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან განვითარებულ მოვლენებსაც სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ

თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობაზე კი ვიტყვი, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად წინააღმდეგობრივი და სირთულეებით აღსავსეა. დარწმუნებული ვარ მოიძებნება არსებული უთანხმოებების დროულად გადაჭრის რესურსი, რადგან მხარეთა გრძელვადიანი ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაშია და სწორედ თანამშრომლობის განვითარებისკენაა მიმართული.

თუქეთს ისევე ესაჭიროება ბრიუსელიც და ვაშინგტონიც, როგორც დასავლეთს ესაჭიროება თურქეთი. ამიტომაც მხარეებს შორის სამომავლო ურთიერთობებიც ვფიქრობ ამ გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით განვითარდება.

- დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თუ დასავლეთმა ვერ მოახერხა ძალიან აგრესიულად და სწრაფად სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოში პოზიციების გაძლიერება, ასეთ შემთხვევაში იგი სამხრეთ კავკასიაში თამაშგარედ დარჩება და ჩვენ ნებსით თუ უნებლიეთ ანკარის პლატფორმაში აღმოვჩდებით.

დამკვირვებელთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდი საქართველოსთვის არის შანსი უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშისა და ნატოს.

იმის გათვალისწინებით რომ ამ თემაზე საუბრები ამერიკის პოლიტიკურ წრეებში აშკარად გააქტიურებულია, თქვენ დაკვირვებით რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ დასავლეთმა და ვაშინგტონმა საქართველოში პოზიციების გასაძლერებლად უფრო აგრესიულად და სწრაფად იმოქმედოს?

- ჩვენ გვიყვარს საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, მაგრამ ნაკლებად ვლაპარაკობთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ პარტნიორთა მეტად დაინტერესებისათვის.

მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გაცილებით აქტიურნი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში. არ უნდა შეგვეშინდეს ახალი ინიციატივების, თამამი ნაბიჟების და რუსეთთან „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა სწორედ დასავლეთთან ძალიან აქტიური, გნებავთ „აგრესიული“ ინტეგრაციის პოლიტიკით უნდა დავაბალანსოთ.

ჩვენ უნდა ვიყოთ გაცილებით აქტიურნი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში. არ უნდა შეგვეშინდეს ახალი ინიციატივების, თამამი ნაბიჟების და რუსეთთან „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა სწორედ დასავლეთთან ძალიან აქტიური, გნებავთ „აგრესიული“ ინტეგრაციის პოლიტიკით უნდა დავაბალანსოთ

სიმართლე გითხრათ, არ მესმის რას გულისხმობენ ექსპერტების ე.წ. „ანკარის პლატფორმაში“. როგორც მოგახსენეთ, თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და წარმატებული საქართველო მის გრძელვადიან ინტერესებშია.

ამიტომაც სწორედ თურქეთი წარმოადგენს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარდამჭერს და იმ სახელმწიფოს, რომელიც თანადგომითაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

თვით პანდემიის ურთულეს პირობებშიაც კი, თურქეთმა მნიშვნელოვანი დახმარება დახმარება გაგავიწია. აღარაფერს ვამბობ თანამშრომლობაზე სხვა სფეროებში, რომლებიც ასევე წარმატებით ვითარდება.

ამიტომ „ანკარის პლატფორმის“ საფრთხეს ნაკლებად ვხედავ, მაგრამ რაც ნამდვილად მაფიქრებს, რუსეთის მზარდი აგრესიულობაა. საქართველოში დასავლეთის პოზიციები შესუსტება, აპრიორი ნიშნავს რუსეთის გაძლიერებას და მოსკოვი ამისათვის ყველაფერს აკეთებს.

ანკარის პლატფორმის“ საფრთხეს ნაკლებად ვხედავ, მაგრამ რაც ნამდვილად მაფიქრებს, რუსეთის მზარდი აგრესიულობაა. საქართველოში დასავლეთის პოზიციები შესუსტება, აპრიორი ნიშნავს რუსეთის გაძლიერებას და მოსკოვი ამისათვის ყველაფერს აკეთებს

- იმისათვის რომ ბრიუსელმა და ვაშინგტონმა საქართველოში ჩვენივე ინტერესების სასარგებლოდ უფრო აქტიურად და ეფექტურად იმოქმედოს, საჭიროა ჩვენივე სახელმწიფო ინსტიტუტები არა მარტო სრულფასოვნად საქმიანობდნენ, არამედ ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდნენ.

ფაქტია, რომ დემოკრატიული სამყაროსთვის ერთპარტიული საქართველოს პარლამენტი აშკარად მიუღებელი რამ აღმოჩნდება. ოპოზიციის ლიდერები იმედოვნებენ რომ ეს გარემოება იძულებულს გახდის საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთის ზეწოლით დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

მესმის, რომ ძალაუფლების საკითხი პოლიტიკური ძალებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ჩვენს ირგვლივ უკვე არსებულ ტურბულენციას გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი უფრო მნიშვნელოვნად გამოიყურება.

თუ ჩვენს ირგვლივ ვითარება ჩვენგან დამოუკიდებელი მეზეზების გამო გართულდა და კრიტიკულ ზღვარსაც კი მიაღწია, ასეთ ვითარებაში დასავლეთი და ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან თანამშომლობისა და კოორდინაციის რა ფორმას აირჩევს?

- დასავლეთი დაეთანხმება ურთიერთობის იმ ფორმას, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ. ის დაგვეხმარება იმ დღის წესრიგის განხორციელებაში, რომელსაც თავად შევადგენთ და ინტეგრაციაც იმ ხარისხით განხორცილდება, რა ძალიხმევასაც ჩვენ გავიღებთ დასახული მიზნისათვის.

დიახ, დასავლეთისათვის საქართელო მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი ჩვენთან თანასწორუფლებიან პარტნიორობას ესწრაფვის და მოელის, რომ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს ჩვენც სათანადო პასუხისმგებლობით მოვეკიდებით.

დასავლეთისათვის საქართელო მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი ჩვენთან თანასწორუფლებიან პარტნიორობას ესწრაფვის და მოელის, რომ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს ჩვენც სათანადო პასუხისმგებლობით მოვეკიდებით

მიდგომა, „თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე“, დასავლეთისა და დასავლური ალიანსებისთვის სრულიად მიუღებელია და ეს კარგად უნდა გავითავისოთ.

დემოკრატიული, განვითარებული და ძლიერი სახელმწიფოც ჩვენთვის უნდა ავაშენოთ და არა სხვის მოსაწონად. დასავლურობის არსიც სწორედ ამაშია და სანამ აზროვნებაში ეს გარდატეხა არ მოხდება, წარმატებასაც ვერ მივაღწევთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა