ჯანდაცვის მინისტრი “რემდესივირის” გამოყენებაზე - ეს იქნება არა ექსპერიმენტული მიდგომა პაციენტებზე, არამედ მეცნიერებაზე დაყრდნობილი

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ “რემდესივირის” გამოყენება არა ექსპერიმენტული, არამედ მეცნიერებაზე დაყრდნობილი მიდგომა იქნება. ამასთან, კითხვაზე, რატომ იხდის სახელმწიფო თანხას ამ პრეპარატში, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევის პროცესშია, ტიკარაძე ამბობს, რომ “კლინიური კვლევის პრეპარატიც ფასიანია”.

“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდანაც, როდესაც პირველად დაიდო “რემდესივირზე” რეკომენდაცია, მაშინაც სახელმწიფოს უნდა შეეძინა ეს პრეპარატი. ისევე როგორც ძალიან ბევრი ვაქცინა დღეს არის კლინიკური კვლევის, თუმცა ბევრ ქვეყანას, რომელიც ამ კვლევაში მონაწილეობს, აქვს ფინანსური შენატანები. ეს იქნება არა ექსპერიმენტული მიდგომა პაციენტებზე, არამედ მეცნიერებაზე დაყრდნობილი. მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც იქნება საუკეთესო გამოსავალი”,- განაცხადა ტიკარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ