ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში შემოვა.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს მუშაობა როგორც შესწავლის, ასევე ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიმართულებით და ქვეყანას მზად იქნება ყველა სახის ვაქცინის მიღებისთვის.

“კონკრეტული ვაქცინა განსაზღვრული არ არის, თუმცა ჩვენ ვმუშობთ ყველა მიმართულებით, რომ ნებისმიერი სირთულის ცივი ჯაჭვის საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს და შემოიტანოს ნებისმიერი ვაქცინა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა როგორც შესწავლის, ასევე ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროცესში. შესაბამისად, ქვეყანა იქნება მზად ყველა სახის ვაქცინის მიღებისთვის. დღეს ბაზარი, რომელიც ვაქცინის მოწოდებას გვპირდება, ძალიან ცვალებადია. აქედან გამომდინარე, მცდარი მოლოდინების დანერგვის მიღმა მნიშვნელოვანია მოსახლეობას ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ და ვვარაუდობთ, რომ ვაქცინები შესაძლოა მარტის ბოლოს გამოჩნდეს ქვეყანაში”,- განაცხადა ტიკარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ