ჰანს კლუგე - ქვეყანაში დადებითი დინამიკა არის, მაგრამ მაინც საბოლოო მიზნამდე არ ვართ მისული, ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ ყველა ზომა დაიცვათ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორთან ჰანს კლუგესთან ერთად კლინიკური სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ” დაათვალიერა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე და ჰანს კლუგე ადგილზე პირადად გაეცნენ კლინიკურ სასტუმროში არსებულ ვითარებას, თუ რა გზას გადის მოქალაქე კლინიკურ სასტუმროში მოსახვედრად. მინისტრმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა სასტუმროში არსებული ინოვაციური ტელემედიცინის აპარატიც დაათვალიერეს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების ვიზიტი დაგეგმილი რეფორმების შეფასების მიმართულებით მნიშვნელოვანია.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი დაათვალიერებს და ჩაინიშნავს ყველა იმ საჭირო რეკომენდაციას, რომელსაც ვიზიტის ბოლოს აუცილებლად გაგვაცნობს. დღეს ის უბრალოდ სვამს დეტალურ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესის მართვა, დაწყებული პირველი ჩივილის გამოვლენიდან. მას შემდეგ კი , როცა შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, დეტალურად ვისაუბრებთ, თუ რა რეკომენდაციებს გასცემს. ჯერჯერობით მიმდინარეობს გაცნობითი სახის ვიზიტები ყველა საჭირო რგოლში”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში არსებული ეპიდემილოგიური დინამიკა დადებითად შეაფასა. ჰანს კლუგეს განცხადებით, საქართველოში მთელი რიგი ინოვაციები დაინერგა, რომელიც ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში კარგ სამსახურს უწევს.

„ძალიან მომეწონა ეს ფაქტი, რომ ახალგაზრდებისთვის ექიმის პროფესია იყოს მიმზიდველი. გვყავდეს მეტი მედდა, მეტი ექიმი და მეტი სამედიცინო მუშაკი. გარდა ამისა, არის დადებითი დინამიკა თქვენს ქვეყანაში, მაგრამ მაინც საბოლოო მიზნამდე არ ვართ მისული, ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ დაიცვათ ყველა ზომა“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მხარეებმა კოვიდ 19-ის ვაქცინაციის საკითხზეც ისაუბრეს.

„კარგი ვაქცინის შემუშავებას სჭირდება 5-10 წელი. ახლა ამ ექსტრემალურ სიტუაციაში ჩვენ შევიმუშავეთ ვაქცინები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვაქცინები იყოს ეფექტური. გვირაბის ბოლოს არის სინათლე, მაგრამ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის მაინც საჭიროა მოსახლეობის აცრა”,- განაცხადა შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ .

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტი 5 დღიანი და და 22 დეკემბერს დასრულდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ