კარლ ჰარცელი - რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს და ცალსახად ეს არ არის ის, რასაც ვინმე, ევროკავშირის ჩათვლით, მხარს დაუჭერს

ვფიქრობ, რომ რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს და ცალსახად ეს არ არის ის, რასაც ვინმე, ევროკავშირის ჩათვლით, მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელთა შეფასებითაც ოპოზიციური პარტიების ნაწილი რევოლუციაზე საუბრობს იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.

რაც შეეხება ქუჩის დემონსატრაციებს, ელჩმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების წინააღმდეგი არავინ არ არის, იქამდე სანამ ისინი მშვიდობიანად წარიმართება.

ამასთანავე, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ქუჩის პროტესტმა მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი არ უნდა ჩაანაცვლოს.

„ვფიქრობ, რომ რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს და ცალსახად ეს არ არის ის, რასაც ვინმე, ევროკავშირის ჩათვლით, მხარს დაუჭერს, მაგრამ, რაც შეეხება ქუჩის პროტესტს, თქვენ ხედავთ დემონსტრაციების გამართვის შესაძლებლობას, რათა ყველამ გამოთქვას საკუთარი აზრი და ცხადია, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს იქამდე, სანამ ეს დემონსტრაციები მშვიდობიანი გზით წარიმართება. ვიმედოვნებ, რომ ქუჩის პროტესტი არ ჩაანაცვლებს მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს, რაც ვფიქრობ, რომ საბოლოოო ჯამში, აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ რეალურად გამოვიდეთ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან და მივიდეთ უკეთეს ნიშნულამდე,“- განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე დამაზიანებელი ფაქტორი ნდობის ნაკლებობაა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია