პაატა იმნაძე - სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, მაგრამ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, რა მასშტაბით შემსუბუქდება შეზღუდვები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კვირის მონაცემით, სიტუაცია ნამდვილად სტაბილურია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იმნაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შემდეგში ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა მასშტაბით შემსუბუქდება შეზღუდვები და ბიზნესი და მოქალაქეები როგორ დაიცავენ წესებს.

"ინფიცირებულთა კლების შესახებ შაბათის მონაცემებით არ უნდა ვიმსჯელოთ. მართალია, გაკეთებული ტესტებიდან პროპორცია იმავე დარჩა, რაც წინა დღეებში, მაგრამ მიმართვიანობა შაბათ-კვირას ნაკლებია ხოლმე. ამიტომ მხოლოდ ამ ორი დღით არ უნდა ვიმსჯელოთ. კვირის მონაცემით კი, ნამდვილად დასტაბილურდა სიტუაცია და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება, მაგრამ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული - შეზღუდვები რა მასშტაბით შემსუბუქდება და რაც მთავარია, როგორც ბიზნესი და ასევე ჩვენ მოქალაქეები, წესებს როგორ დავიცავთ. ამაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული", - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 208638 შემთხვევაა რეგისტრირებული. ვირუსის შედეგად ქვეყანაში სულ 2094 პაციენტი გარდაიცვალა. სულ გამოჯანმრთელებულია 180441 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 39 პაციენტი.

იხილეთ ვიდეო: ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, რა მასშტაბით შემსუბუქდება შეზღუდვები - პაატა იმნაძე

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ