ზაალ უდუმაშვილი - როცა პარლამენტში არ შევდივართ და მანდატებზე უარს ვამბობთ, პოლიტიკური პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში და ეს საერთოდ არ არის საგანგაშო

როცა არ შევდივართ პარლამენტში და უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე, მთლიანად პოლიტიკური პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში და ეს საერთოდ არ არის საგანგაშო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბუნებრივია ის, რომ პარლამენტში არშესვლის პირობებში, პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს.

„ჩვენი სტრატეგიაც და გეგმაც უკავშირდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას, რომლისთვისაც ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას, ბუნებრივია როცა არ შევდივართ პარლამენტში და უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე, მთლიანად პოლიტიკური პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში და ეს საერთოდ არ არის საგანგაშო, რადგან ქუჩა არის მნიშვნელოვანი შემადგენელი პოლიტიკური პროცესები და მე ვფიქრობ არა ნაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე პარლამენტის ტრიბუნა“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

კითხვაზე, როგორ შეძლებენ პარტიებთან შეთანხმებას იმ პირობებში, როცა განსხვავებული აზრი არსებობს მათ შორის ბლოკის შიგნითაც, უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შეთანხმებით მიიღება.

„ჩვენ პარტიებთან როგორც დღემდე, ასევე მომავალშიც აუცილებლად შევძლებთ შეთანხმებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეიძლება იყოს დღეს სადავო; ასე რომ, ასეთი გადაწყვეტილებები ბუნებრივია, მიიღება ერთხმად და ყველა პარტიის ჩართულობით აბსოლუტურად და როცა ეს თემა გახდება განსახილველი, აუცილებლად გავიგებთ რა გადაწყვეტილებამდე მივა აბსოლუტურად ყველა ის პარტია, რომელიც მონაწილეობს ამ პოლიტიკურ პროცესებში“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს