ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ გავრილოვი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ, რადგან "10 დღით ადრე ტრანსფარანტებიც კი ჰქონდათ დაბეჭდილი"

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ გავრილოვი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განცხადა.

კითხვაზე, ანუ ფიქრობს, რომ გავრილოვი, რუსეთი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ, კობახიძემ უპასუხა: „ამას არ გამოვრიცხავ, რადგან 10 დღით ადრე მათ ტრანსფარანტებიც კი ჰქონდათ დაბეჭდილი“.

მისივე თქმით, ინფორმაცია შესაბამისი სტამბიდან აქვს.

კითხვაზე, ჩატარდა თუ არა ამაზე გამოძიება, კობახიძემ უპასუხა: „ეს ინფორმაცია მე პირადად არ მიმიწოდებია“.

„მაგას ვერ დააბრალებ გამოძიების კუთხით, ის რომ გინდა, თუ არა იცოდნენ, შეიძლება, დავუშვათ, რისკები ჰქონდათ გათვლილი - ყველაზე რბილი ვარიანტიდან ამოვიდეთ. ესეც დანაშულია ხომ, როცა შენ წინასწარ რაღაცა შეცდომაზე თვლი და ამაზე აგებ რადიკალურ სცენარს, ესეც ერთგვარი დანაშაულია“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ზოგადად ოპოზიციისა და რუსეთის ქმედებებს შორის სინქრონს ხშირად ხედავს.

„ჩვენ ზოგადად სინქრონს ძალიან ხშირად ვხედავთ ხოლმე ქმედებებს შორის, ამ ოპოზიციის, თავის დროზე ხელისუფლების ქმედებებსა და რუსების ქმედებებს შორის. 2008 წელს სინქრონში ვინ მოქმედებდა? - საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება და რუსეთის ხელისუფლება. სინქრონით ტერიტორიის 20 პროცენტი დავკარგეთ“ , - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა