მამუკა მდინარაძე - ჩვენ ბევრ ვერსიას და ვარიაციას განვიხილავთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით იმუშაოს

ჩვენ ბევრ ვერსიას და ვარიაციას განვიხილავთ, რომ საქართველოს პარლამენტმა იმუშაოს ოპოზიციის ჩართულობით, რადგან მათ საბოლოოდ უნდა გაითავისონ, რომ ისინიც ხელისუფლების ნაწილები არიან,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით კენჭისყრა ამ კვირაში ვერ მოხდება, რადგან ამის საშუალებას რეგლამენტით განსაზღვრული ვადები და პროცედურები არ იძლევა.

"პოლიტიკაში ბუნებრივია, მანევრები არის და პოლიტიკაში არის ლეგიტიმური ინტერესი, რომ თუკი პარტიები და კონკრეტული გუნდი ფიქრობს სახელმწიფოებრივად, ასეთივე სახელმწიფოებრივი შედეგი მიიღოს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე. ამიტომ ამ ლეგიტიმური ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ბევრ ვერსიას და ვარიაციას განვიხილავთ, რომ საქართველოს პარლამენტმა იმუშაოს ოპოზიციის ჩართულობით, რადგან მათ საბოლოოდ უნდა გაითავისონ, რომ ისინიც ხელისუფლების ნაწილები არიან,"- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ უამრავი პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა აქვს, რაც ქმნის გარანტიას, რომ საქართველოს პარლამენტი არცერთ შეთხვევაში არ იქნება ერთპარტიული. როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, პარლამენტი იქნება მრავალპარტიული.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს