პარლამენტის ბიურომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიმართვა კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილებების თაობაზე ცნობად მიიღო

საქართველოს პარლამენტის ბიურომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიმართვაზე იმსჯელა და ცნობად მიიღო.

კერძოდ, მიმართვის თანახმად, კომიტეტებიდან კონკრეტული დეპუტატები გაიწვიეს და მათ სხვა დეპუტატები ჩაანაცვლებენ.

სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტიდან ზაზა ლომინაძე გაიწვიეს და ამავე კომიტეტში მას ირაკლი ბერაიას ჩაანაცვლებს.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტიდან გაწვეულია გია ბენაშვილი და ირაკლი ბერაია , მათ ირაკლი მეზურნიშვილი ჩაანაცვლებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიდან ელგუჯა გოცირიძე გაიწვიეს და კომიტეტში მას მიხეილ ყაველაშვილი შეცვლის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებენ რესან კონცელიძე და მიხეილ სარჯველაძე, მათ კახა კახიშვილი და მიხეილ დაუშვილი ჩაანაცვლებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტიდან გოგი მეშველიანი და ირაკლი ქადაგიშვილი გაიწვიეს და მათ ნაცვლად რესან კონცელიძე და რატი იონათამიშვილი წარადგინეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტიდან გაიწვიეს კახა კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე და ელისო ბოლქვაძე, ამავე კომიტეტში მათ მიხეილ დაუშვილი და თამარ ტალიაშვილი წარადგინეს.

დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან რესან კონცელიძე გაიწვიეს და მას ვიქტორ სანიკიძე ჩაანაცვლებს.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მიხეილ დაუშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი ტოვებენ და მათ ნინო წილოსანი და ელგუჯა გოცირიძე ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, მას ტოვებენ თამარ ტალიაშვილი, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე, ხოლო მათ ჩაანაცვლებენ სავალან მირზოევი და ელისო ბოლქვაძე.

ცვლილებები კომიტეტების შემადგენლობაში 24 დეკემბრის შემდეგ განხორციელდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი