გიორგი ხელაშვილი - ოპოზიცია, რომელიც თავის თავს „გაერთიანებულს" უწოდებს,  გადადის ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდის ნიშაში

ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს რამდენიმე კითხვით მიმართა და განაცხადა, რომ ტრანსატლანტიკური კოორდინაცია ევროკავშირთან და ევროპის სახელმწიფოებთან ბაიდენის არჩევის შემდეგ ახალ მუხტს მიიღებს.

მან მიმართვაში ოპოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია, რომელიც თავის თავს „გაერთიანებულს" უწოდებს, გადადის ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდის ნიშაში.

„როგორც ჩანს, ტრანსატლანტიკური კოორდინაცია ევროკავშირთან და ევროპის სახელმწიფოებთან ახალ მუხტს მიიღებს ბაიდენის არჩევის შემდეგ, ამის საფუძველს გვაძლევს ახლად არჩეული პრეზიდენტის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ასევე , ის თანამდებობის პირები, რომლებიც მოვიდნენ ახალ ადმინისტრაციაში. როგორ ხედავთ ამერიკის როლს ნატოში ინტეგრაციის მხრივ და გაქვთ თუ არა კონკრეტული მოლოდინები ან მიახლოებით მაინც, შესაძლებლობის ის სფერო, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი უახლოესი 4 წლის განმავლობაში? სად ხედავთ პარლამენტის როლს ამ ყველაფერში, რომ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგეთ, რათა ჩვენს სანუკვარ მიზანს მივაღწიოთ ?

ბოლო კვირებში საკმაოდ საინტერესო ტენდენციაა ქართულ პოლიტიკაში, რომ მიმდინარეობს ანტიდასავლური, საკმაოდ ოდიოზური განცხადებების კეთება. ოპოზიციის ნაწილი თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, საელჩოებს. დღეს ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ფორმალურად პარლამენტის წევრია, ნათელაშვილმა გააკეთა ანტითურქული განცხადებები, რომელიც ერთი ერთში ჯდება რუსულ ნარატივში. ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენს რუსული ნარატივი, ვიცით, რა მეთოდებს მიმართავენ ისინი და შეიძლება ითქვას, რომ სიტყვასიტყვით იმეორებს ეს პოლიტიკოსი რუსულ პროპაგანდას. ჩნდება ეჭვი, რომ ოპოზიცია, რომელიც თავის თავს „გაერთიანებულს" უწოდებს, გადადის ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდის ნიშაში. ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულება. ამ სიტუაციაში, როცა ოპოზიცია ნელ-ნელა ანტიდასავლურ რელსებზე გადადის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთში არ შიქმნას ყალბი წარმოდგენა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებზე. თუ შეიძლება გვითხრათ, რას აკეთებს სამინისტრო სტრატეგიული კომუნიკაციის თვალსაზრისით და რა პერსპექტივები გვაქვს მომავალში? ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მათ შორის, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით; ასევე მნიშვნელოვანია საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელება. როგორც ვიცით, შეიცვალა კონსტიტუცია და, შესაბამისად, პარლამენტს გაცილებით დიდი როლი ენიჭება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის თვალსაზრისით, იზრდება მისი როლი საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის. ხომ არ გვეფიქრა სამუშაო ჯგუფების შქმნაზე იმისთვის, რომ ინფორმაციის გაცვლა პარლამენტსა და აღმასრულებელს შორის გახდეს უფრო ეფექტიანი, რათა ერთმანეთს დავეხმაროთ საგარეო პოლიტიკური მიზნების შესრულებაში?",- მიმართა ხელაშვილმა კანდიდიდატს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა