სერგი კაპანაძე სამთავრობო პროგრამაზე - ეს არის გადაწერილი წინა პროგრამა, უბრალოდ სათაური გაუკეთეს ლამაზი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა ახალს არაფერს ამბობს და ის უბრალოდ გადაწერილი წინა პროგრამაა, რომელსაც მხოლოდ სათაური შეუცვალეს.

კაპანაძის თქმით, სამთავრობო პროგრამაში არ არის ასახული ქვეყნის არცერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის ინდიკატორი იმისა, თუ როგორ ხდება იმ ქვეყნებში მართვა, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მართავს.

„ზოგადად, „ქართული ოცნება“ არასოდეს, როდესაც სამთავრობო პროგრამას წარმოადგენს, არაფერს ახალს არ ამბობს. არც ადრე წარმოდგენილი და, მით უმეტეს, არც ახლა წარმოდგენილი პროგრამა არ ასახავს იმას, რაც სჭირდება ქვეყანას, ეს პროგრამა არის გადაწერილი წინა პროგრამა, უბრალოდ სათაური გაუკეთეს ლამაზი. რეალურად, არცერთი მთავარი გამოწვევა მასში ასახული არ არის, რა თქმა უნდა, მასში ასევე არ არის ასახული არც წინასაარჩევნო დაპირებები, არც შეუსრულებელი და არც მთავარი პრობლემები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ როგორ ხდება მართვა იმ ქვეყნებში, სადაც ერთი ადამიანი მართავს და რომელიც ანგარიშვალდებულია თავისი თავის მიმართ და იმ პარლამენტის პირობებში, რომელიც ანგარიშვალდებულია მის მიმართ და არა საზოგადოების მიმართ“, - განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა