ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კოვიდ-19-თან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ იმსჯელეს

კოვიდ-19-თან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ იმსჯელეს დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

„საკომიტეტო მუშაობისთვის მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ვიყენებთ შესაბამისი დარგის სპეციალისტების, ექსპერტების გამოცდილებას, რესურსს, მათ ჩართულობას. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, რომელიც გვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება და ჯანდაცვის სექტორი დგას ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, კომიტეტის გადაწყვეტილებები უნდა იყოს არგუმენტირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სასარგებლო ამ მძიმე გამოწვევის დაძლევის გზაზე. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სხვა დარგობრივ, პროფესიულ საკონსულტაციო საბჭოებთან ერთად შეგვექმნა საბჭო, სადაც გაერთიანდებოდნენ სწორედ ამ დარგის სპეციალისტები: ეპიდემიოლოგები, კრიზისის მართვის სპეციალისტები", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტმა საბჭოს დებულება ერთხმად დაამტკიცა.

დღესვე კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW"), მაინის ფრანკფურტი,) და საქართველოს (წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი"), შორის სასესხო შეთანხმება (COVID-19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოება)" (07-2/537; 04.11.2020).

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, სესხის მოცულობა 15 მლნ. ევროა, სესხის ხანგრძლივობა კი 30 წელი.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, პროექტის „COVID-19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოება" ფარგლებში გამოყოფილი თანხა გათვალისწინებულია შესაბამისი პირებისთვის სოციალური დახმარების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, პანდემიის შედეგების შემსუბუქების მიზნით.

გიორგი კაკაურიძემ ასევე წარმოადგინა „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამა)" (07-2/538; 09.11.2020). მისი თქმით, ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცის პროგრამის განსახორციელებლად სესხის მოცულობა 170მლნ 823 ათასი ევროა, ხოლო ხანგრძლივობა - 15 წელი. პროგრამა მოიცავს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკაზე და საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების კეთილდღეობაზე პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური გავლენების შემსუბუქებასა და ეკონომიკური ზრდისთვის მდგრადი გზების მოძიებას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სხდომაზე განხილულ საკითხებს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა