„თიბისიში“ უკვე შესაძლებელია ფულადი გზავნილებით უზრუნველყოფილი სესხის მიღება

„თიბისიში“ სესხით სარგებლობა უკვე იმ მომხმარებლებსაც შეუძლიათ, რომლებსაც სახელფასო ჩარიცხვები არ უფიქსირდებათ.

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, თუ მომხმარებელი საზღვარგარეთიდან გზავნილს სტაბილურად იღებს, შესაძლებლობა აქვს, უმოკლეს დროში დაიმტკიცოს სესხი და ის საკუთარი საჭიროებებისთვის გამოიყენოს.

მათივე ცნობით, ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლით უზრუნველყოფილი სესხის გამოყენება ნებისმიერი მიზნისთვისაა შესაძლებელი, მათ შორის: უძრავი ქონების ან ავტომობილის შესაძენად, სარემონტო ხარჯების დასაფარად, სწავლის დასაფინანსებლად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის და სხვა.

„ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, მომხმარებელს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფულადი გზავნილის არანაკლებ ხუთი ჩარიცხვა უნდა უფიქსირდებოდეს. სწრაფი სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი 15.5%-დან (ეფექტური 18.5%-დან) ხოლო, იპოთეკური სესხის შემთხვევაში - 10.5%-დან (ეფექტური 18.5%-დან) იწყება. რაც შეეხება დაფარვის ვადას, ის სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე, 4-დან 15 წლამდე განისაზღვრება“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია