ეკატერინე ტიკარაძე - COVID-19-თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა, რაზეც ჯამში სახელმწიფოს მიერ 5 მილიონი ლარი გამოიყო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პანდემიის ზრდადი დინამიკის პარალელურად სამინისტრომ სამედიცინო პერსონალის მობილიზებისა და გადამზადების მასშტაბური პროცესი განახორციელა.

მისივე თქმით, სამინისტრომ ვირუსთან ბრძოლაში ექიმების კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროფილების მიხედვით, ჰოსპიტლების პერსონალის 90%-ზე მეტი გადაამზადა.

„დღეს ამ ბრძოლაში 13 300-ზე მეტი მედიკოსია ჩართული, რომლებიც გადაუდებელ და ჰოსპიტალურ მომსახურებას უწევენ ინფიცირებულებს. მათი როლი თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში უდიდესია და სახელმწიფო თავის მხრივ მიმართავს ყველა შესაძლო გზას მედიკოსთა მხარდაჭერისთვის. სამინისტრომ ვირუსთან ბრძოლაში ექიმების კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროფილების მიხედვით, ჰოსპიტლების პერსონალის 90%-ზე მეტი გადაამზადა. ასევე, COVID-19 თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით, რაზეც ჯამში სახელმწიფოს მიერ 5 მლნ ლარი გამოიყო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა