გიორგი გახარია - ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას

ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" წინაშე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, რაც, აორმაგებს მთავრობის პასუხისმგებლობას.

„2020 წელი იყო საკმაოდ რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის. გლობალურმა პანდემიამ, ფაქტობრივად, გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს. ასევე, ცალკე აღებულ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე. რაც, რა თქმა უნდა, აორმაგებს ჩვენს პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით, როგორც მთავრობის ასევე პარლამენტის. პარლამენტის, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჯანსაღი ოპოზიცია არ ჰყავს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისიწინებით, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, როგორც გლობალური პანდემიის თალსაზირისით ასევე ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური პროცესის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ჩვენმა მოქალაქეებმა, როცა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს. მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე მომავალი წლების განმავლობაში იქნება, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე და პირველ რიგში, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის პროგრამა, რომელიც პარლამენტის წინაშეა წარმოდგენილი და რომელზეც დღეს და ხვალ შესაძლებლობა გვექნება რომ ვისაუბროთ, პროგრამა რომელსაც სახელად ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, განვახორციელოთ სრულად. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მიზანი და ოცნება არის ის, რომ 4 წლის თავზე შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა