შსს-მ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე შ.გ.-ს დედის განცხადების საფუძველზე დაიწყეს, სადაც განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ მისი შვილი მიმდინარე წლის 20 დეკემბერს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი წითელი ფერის მსუბუქ ავტომობილის, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაირკვა, რომ აღნიშნული ავტომობილი აღრიცხულია სხვა პირზე, რომელმაც რეგისტრაციის გარეშე მიჰყიდა და ავტომობილით სარგებლობდა შ.გ.

მოქალაქე შ.გ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

ინფორმაციისთვის, სოფელ ყულიშკარში რამდენიმე დღის წინ პურის დირსტრიბუციის წითელი ფერის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს ამავე სოფლის მკვიდრი შალვა გულუა მართავდა, რომლის ოჯახიც აცხადებდა, რომ მათი შვილი რამდენიმე დღის წინ ავტომობილით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

იხილეთ ვიდეო:შსს-მ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება