გიორგი გახარია - ჩვენი ქვეყანა დღეს არის შეზღუდული განვითარებაში სწორედ იმ 20%-ით, რომლითაც საქართველოს მიწა ოკუპირებულია

ჩვენი ქვეყანა დღეს არის შეზღუდული განვითარებაში სწორედ იმ 20%-ით, რომლითაც საქართველოს მიწა ოკუპირებულია, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ ქვეყნის ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაციონალური და ქვეყნის ინტერსებზე მორგებული პოლიტიკა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის ერთადერთი შესაძლებლობაა.

„გარდა იმისა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უსაფრთხოება, ადამიანების უფლებები არის საფუძველი და ფუნდამენტი ქვეყნის შემდგომი ევროპული ორიენტაციის პრაქტიკული განხორციელებისა, ოკუპაციაც ერთ-ერთი ასეთი პირობაა. ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რაციონალური და ქვეყნის ინტერსებზე მორგებული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარება ნებისმიერი მიმართულებით შეზღუდულია.

უფრო მეტიც, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს მიწის ოკუპაციაზე. ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებზე, მათ რესურსზე, განვითარების შესაძლებლობაზე ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ დარგში. ეკონომიკიდან დაწყებული კულტურით გაგრძელებული. ჩვენი ქვეყანა დღეს არის შეზღუდული განვითარებაში სწორედ იმ 20%-ით, რომლითაც საქართველოს მიწა ოკუპირებულია",-განაცხადა პრემიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა