პაატა იმნაძე - დღეში 22000 ტესტის ჩატარება შეგვიძლია, მაგრამ სამწუხაროდ, მომართვიანობა 14000-მდე ჩამოვიდა - ძალიან ვთხოვ, ვისაც მცირე სიმპტომები მაინც ექნება, ტესტი ჩაიტარონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების რაოდენობის კლება, მოსახლეობის მიმართვიანობის დაწევას უკავშირდება.

როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ქვეყანას თავისუფლად შეუძლია დღეში 20-22000 ტესტის ჩატარება.

„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გამოკვლევებზე მიმართვიანობა მცირდება. ვთხოვ ყველას, ვისაც სიმპტომები ექნება, შესაბამის ცენტრებს აუცილებლად მიმართონ. ჩვენ ქვეყანას თავისუფლად შეუძლია 20-22000 ტესტირება დღეში, სამწუხაროდ 14000-მდე ჩამოვიდა. თავდაპირველად ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა ეტყობა, რომ ნაკლებად მიდიან. ძალიან ვთხოვ, ვისაც მცირე სიმპტომები მაინც ექნება, აუცილებლად მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, იგეგმება საეჭვო შემთხვევების გამოკვლევა და აღმოჩენის შემთხვევაში კორონავირუსის ახალი შტამის სეკვენირება.

„ჩვენ ვაკეთებთ ვირუსების სეკვენირებას. მსოფლიოს პირველ 20 ქვეყანაში ვიყავით, ვინც სეკვენსი გააკეთა და ატვირთა მსოფლიო ბაზაში. ლუგარის ცენტრში ეს მუშაობა გრძელდება. ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომელიც შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს. ამას გავაკეთებთ, მაგრამ არავითარი დიდი განსხვავება ახალ შტამსა და ძველ შტამს შორის, მაშინ როდესაც ჩვენ 2-3 კვირის წინ რეკორდი მოვხსენით და ვიყავით პირველები გავრცელებით, არ არის. აქედან გამომდინარე, არ მგონია ახალმა შტამმა რაიმე შეცვალოს გარდა იმისა, რომ უნდა დავიცვათ პირბადე და დისტანცია. 70%-მდეა მისული ყველა საერთაშორისო შეფასებით ჩვეთან პირბადის ტარება, თუ ამას ავწევთ და 95-ს მივაღწევთ, არავითარი შეზღუდვა აღარ დაგვჭირდება, ახალი შტამისგანაც დაგვიცავს და ძველისგანაც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე