არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებას დავპირდით, რომ პირველი დოკუმენტი, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებდა, შეეხებოდა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ამ დოკუმენტს განიხილავს

საგარეო პოლიტიკის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ. როგორც ბიუროს სდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რეზოლუციის პროექტში ასახულია ხალხის და სახელმწიფოს ურყევი პოლიტიკური ნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და მისი მიღება მნიშვნელოვანია.

„მოგეხსენებათ, ჩვენ მივეცით დაპირება ჩვენს საზოგადოებას, რომ პირველი დოკუმენტი, რომელსაც დაამტკიცებდა საქართველოს პარლამენტი, შეეხებოდა სწორედ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ამ დოკუმენტს განიხილავს. აქ არის ასახული ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელწმიფოს ურყევი პოლიტიკური ნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და რასაკვირველია ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა ეს რეზოლუცია მიიღოს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისათვის, რეზოლუციის პროექტი დღეს ევროინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტეტებმა განიხილეეს. პროექტში ასახულია ქვეყნის ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიმართულება და პრიორიტეტი, რომელზეც მე-10 მოწვევის პარლამენტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აპირებს მუშაობას.

რეზოლუციაში ასახულია ისეთი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, აშშ-თან თანამშრომლობა, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატია, ხალხთაშორისი კავშირები, დიასპორებთან ურთიერთობა და სხვა.

რეზოლუციაში ასევე საუბარია ისეთ ახალ პრიორიტეტებზე, როგორიცაა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, ნატო-ს წევრობისთვის სტრატეგიული მზაობისკენ მისწრაფება, საქართველოს, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის, როლისა და ფუნქციის განვითარება, განათლების, ციფრული, ლოგისტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა