რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს ისრაელთან უკეთესი ურთიერთობები სურს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს ისრაელთან უკეთესი ურთიერთობები სურს.

”პალესტინის პოლიტიკა ჩვენი წითელი ხაზია. ჩვენთვის შეუძლებელია პალესტინის მიმართ ისრაელის პოლიტიკის მიღება”, - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა დაზვერვის სფეროში არასდროს შეწყვეტილა. თუმცა აღნიშნა, რომ თურქეთს გარკვეული პრობლემები ისრაელის მაღალი თანამდებობის პირებთან აქვს.

თურქეთმა და ისრაელმა ერთმანეთის ელჩები 2018 წელს ისრაელსა და პალესტინას შორის ისრაელი-ღაზას საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შემდეგ გააძევეს, თუმცა თელავივი და ანკარა სავაჭრო ურთიერთობებს განაგრძობენ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს