ირაკლი ბერაია - აღიარებას იმსახურებს ირაკლი ღარიბაშვილის და მისი გუნდის წარმატებული ნაბიჯები და თავდაცვისუნარიანობის შემდგომი განმტკიცების ხედვები

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში, რომელიც სამინისტროს ძირითად საქმიანობას, ხედვას და სამომავლო გეგმებს მოიცავდა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეაფასა და თავდაცვისუნარიანობის შემდგომი განმტკიცების კუთხით მინისტრის და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა აღნიშნა.

მისი შეფასებით, მინისტრის ანგარიში შთამბეჭდავი იყო.

"შთამბეჭდავია თავდაცვის მინისტრის ანგარიში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართ "ქართული ოცნების" ხელისუფლების განსაკუთრებულ ყურადღებას და დამოკიდებულებას, ამ სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და რეფორმების პრიორიტეტულობას და უწყვეტობას.

მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი განსაკუთრებით პროდუქტიული იყო თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერების მიმართულებით. ეს ნაბიჯები ეფუძნებოდა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და პრინციპს "ყველაფერი საუკეთესო ჯარს". აქტიურად მიმდინარეობდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება საბრძოლო დანაყოფების ნატო-ს სტანდარტის შეიარაღებითა და აღჭურვილობით, მრავალეროვნულ წვრთნებში ჩართულობით, ჰაერსაწინააღმდეგო და სამხედრო ავიაციის სფეროში შესაბამისი ნაბიჯებით, ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით. არაერთი ინიციატივა იყო მიმართული სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამსახურის და სოციალური დაცვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე, მათ შორის ხელფასების ზრდაზე, ბინებით უზრუნველყოფასა და ახალ საბინაო პოლიტიკაზე, სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პირობების, აგრეთვე კვების გაუმჯობესებაზე. თავდაცვის საბიუჯეტო პოლიტიკაში დაცულია ნატო-ს სტანდარტი. 2020 წლის დეკემბერსა და აპრილში, ნატო-ს მინისტერიალებზე მიღებული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გაღრმავდა ალიანსთან თანამშრომლობა, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებამ სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა ჩვენი ქვეყნის და ალიანსის თანამშრომლობა.

მიმდინარე კვირაში, სამთავრობო პროგრამის პარლამენტში განხილვისას, ჩვენ გავეცანით თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის მიზნით 2021 – 2024 წლებისთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს და გადასადგმელ ნაბიჯებს, რამაც საკანონმდებლო ორგანოს მაღალი შეფასება და მხარდაჭერა დაიმსახურა. აღნიშვნას და აღიარებას იმსახურებს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და მისი გუნდის წარმატებული ნაბიჯები და თავდაცვისუნარიანობის შემდგომი განმტკიცების ხედვები. საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და სამხედრო აღმშენებლობის ამოცანები მოითხოვს თავდაცვის სფეროში მეტი რესურსების მიმართვას, ვიდრე მშპ-ს 2 % ნიშნულია. როგორც კი პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევის შედეგები მოგვცემს ამის შესაძლებლობას, ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ და ყველამ განსაკუთრებით ვიზრუნოთ",- განაცხადა ირაკლი ბერაიამ, რომლის განცხადებასაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა