ორგანიზაციამ People in Need (PIN), კლინიკის "ლჯ და კომპანია" სამედიცინო პერსონალს საახალწლო საჩუქრები გადასცა

2020 წლის 25 დეკემბერს, ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ფიფლ ინ ნიდ”-ი პროექტის “მეფუტკრეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" COVID-19 პროფილით მომუშავე კლინიკის "ლჯ და კომპანია" მედ-პერსონალს საჩუქრად, პროექტის ბენეფიციარი მეფუტკრეების წარმოებულ ქართულ თაფლი გადასცა.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ორგანიზაციისთვის, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა მადლიერება გამოვხატოთ იმ სამედიცინო პერსონალის მიმართ რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა დაუღალავად იღწვიან ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა სიმბოლური საჩუქრის სახით ქართველი მეფუტკრეების წარმოებული უმაღლესი ხარისხის თაფლი გადაგვეცა ქუთაისში არსებული კლინიკის „ლჯ და კომპანია“ მედიკოსებზე და გამოგვეხატა უდიდესი მადლიერება და პატივისცემა გაწეული შრომისათვის, რომელსაც ნამდვილად ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდება.” მაკა ცერცვაძე, ორგანიზაცია People in Need (PIN)

თავის მხრივ მედიკოსებმაც გამოთქვეს მადლიერება ყურადღებისა და პატივისცემისათვის და იმედი რომ ერთმანეთის გვერდში დგომით და პატივისცემით აუცილებლად გავიმარჯვებთ COVID-19 პანდემიაზე.

პროექტი „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“, ორგანიზაცია PIN-ის მიერ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია საქართველოში თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების ხარისხისა და წარმოების ზრდის ხელშეწყობა.

ორგანიზაცია People in Need (PIN) საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.pin.ge

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა