ზაალ უდუმაშვილი - მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის" ლიდერია - ვერც ვერავინ შეამცირებს მის როლს და ვერც ვერავინ დაიკავებს მის ადგილს

მიხეილ სააკაშვილი არის “ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი - მის როლს ვერავინ ვერც შეამცირებს და მის ადგილს ვერც ვერავინ დაიკავებს, - ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა კითხვას, ხომ არ შეასუსტებს მიხეილ სააკაშვილის როლს პარტიის ახალი თავმჯდომარე.

როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის თავმჯდომარემ პარტია უნდა მართოს.

ამასთან, უდუმაშვილის თქმით, ახლა “ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, მხარდამჭერთა მრავალრიცხოვანი არმია კიდევ უფრო გაიზარდოს. როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია ღია იქნება აბსოლუტრად ყველასთვის, ვისთვისაც ქვეყნის მომავალი სულ ერთი არ არის.

“ყველასთან მივალთ, ყველას გავესაუბრებით. დიახ, ჩვენი პარტიის რიგები, რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი უნდა გახდეს“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალ თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა