დონალდ ტრამპმა პანდემიასთან დაკავშირებულ ფინანსური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ფინანსურ პაკეტს, რომელიც პანდემიისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასა და ფედერალური მთავრობის დაფინანსებას ითვალისწინებს, - ამის შესასებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

900 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტი რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ კონგრესის ორივე პალატამ გასულ კვირას დაამტკიცა. ეს არის 2.3 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების დაფინანსების პაკეტის ნაწილი, საიდანაც 1.4 ტრილიონი აშშ დოლარი ფედერალური მთავრობის დაფინანსებისთვისაა გათვალისწინებული.

თავდაპირველად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა, რის მიზეზადაც პრეზიდენტმა გამოყოფილი თანხის სიმცირე დაასახელა.

900 მილიარდი დოლარიდან თითოეული ამერიკელისთვის, რომლის შემოსავალი წელიწადში 75 000 აშშ დოლარზე ნაკლებია, კომპენსაციის სახით თვეში 600 დოლარის გადახდაა გათვალისწინებული. აშშ-ის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ეს თანხა საკმარისი არაა და თითოეულმა ამერიკელმა 2 000 აშშ დოლარი უნდა მიიღოს.

კანონპროექტის ხელმოწერაზე უარის თქმით დახმარების გარეშე დარჩენა 14 მილიონამდე ამერიკელს ემუქრებოდა.

ამასთან, ნაწილობრივი დახურვა ემუქრებოდა ფედერალურ მთავრობასაც, იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი დაფინანსების პაკეტს ხელს არ მოაწერდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი