სემეკი დღეს ელექტროენერგიის ტარიფზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) კომპანიების - სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ მიმართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დღეს, 29 დეკემბერს, 9:00 საათზე, საჯარო სხდომაზე განიხილავს.

როგორც სემეკ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სემეკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ტარიფების დადგენის პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მის შესახებ საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას.

"ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, მედიასაშუალებებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხების მოსმენა, საკითხთან დაკავშირებული პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა.

სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისთვის ბმულის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, მედიის წარმომადგენლებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@gnerc.org.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ