ლევან იოსელიანი - რაღაც კონსულტაცია მაქვს „გირჩის“ ერთ ნაწილთან

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, „გირჩის“ ერთ ნაწილთან გარკვეული კონსულტაცია აქვს. ამის შესახებ იოსელიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, რითაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების კონტექსტში დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, მხოლოდ მიესალმება თუ მათ მსგავს პარტიებს შორის კომუნიკაცია გახშირდება. „ეს ღრმა პოლარიზებას წერტილს დაუსვამს“.

„მე, პირადად გეტყვით, რომ რაღაც კონსულტაცია მაქვს „გირჩის“ ერთ ნაწილთან და ვიცი მათი პოზიცია.

კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მაქვს. ყველანი ერთ პროცესში ვართ და ერთმანეთისგან გათიშული ვერ ვიქნებით. მე ვიცი მათი ხედვა, მათ ჩვენი ხედვა იციან. ჩვენ ვიცით, რომ რაღაცებში განსხვავებული პოზიცია გვაქვს. მაგალითად, თვითმმართველობის რეფორმის დონეზე, ისინი ნულოვანი ბარიერის მომხრე არიან, ჩვენ ვთვლით, რომ თბილისში 10 მაჟორიტარი ოლქი უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ეს არ გვიშლის ხელს ერთობლივი საკითხისადმი, რაცაა: შეთანხმებით ამ პროცესის განმუხტვა.

ახლა დღევანდელმა დღემაც ცხადყო, მამუკა ხაზარაძის განცხადებიდან, რომ ასევე „სტრატეგია აღმაშენებელი“ მომხრე არ არის, პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს. მხოლოდ მივესალმები იმას, რომ ჩვენისთანა პარტიებში კომუნიკაცია კიდევ უფრო გახშირდეს. ეს ღრმა პოლარიზებას წერტილს დაუსვამს“, - განაცხადა იოსელიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს