თეა ახვლედიანის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების სამკომპონენტიანი კამპანია გრძელდება

პანდემიის მეორე ტალღის საპასუხოდ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით დაიწყო სამკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში კარდაკარ პრინციპით ვრცელდება 100 000-მდე ორენოვანი (ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე) ბროშურა, სამთავრობო ცხელ ხაზზე - 144-1 დასაქმდნენ ორენოვანი ოპერატორები და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების დედ-მამით ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგინური საშუალებების კალათები გადაეცათ.

,,პანდემიის გავრცელებისთანავე, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში დავიწყეთ კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ორენოვანი - სახელმწიფო და მშობლიურ ენებზე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები, რაც სხვადასხვა ალტერნატიული გზით განხორციელდა, მათ შორის, კარდაკარ პრინციპით დარიგდა ექვსასიათასამდე ბეჭდური საინფორმაციო მასალა, გავრცელდა სპეციალურად შექმნილი ვიდეორგოლები, გამოიცა სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვანი გაზეთების სპეციალური გამოშვებები ჯამურად 6000 ტირაჟით. ამასთან, ამავე რეგიონებში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან და ბოშათა თემის ოჯახებს გადაეცათ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები. პანდემიის მეორე ტალღის საპასუხოდ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით დაიწყო 3-კომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. კერძოდ: კარდაკარ პრინციპით ვრცელდება 100 000-მდე ორენოვანი (ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე) ბროშურა; სპეციალურად მომზადებული თანატოლგანმანათლებელი ახალგაზრდების მოხალისეთა ჯგუფი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს მარტავს ეთნიკური უცმირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან; სამთავრობო ცხელ ხაზზე - 144-1 დასაქმდნენ ორენოვანი ოპერატორები; საკვები პროდუქტებისა და ჰიგინური საშუალებების კალათები გადაეცათ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების დედ-მამით ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა