ირაკლი ზარქუას განცხადებით, არც ერთ მინისტრს, მოადგილეს, პარლამენტის წევრს ანაზღაურება არც ერთი თეთრით არ გაზრდია, პირიქით, შემცირებაზეა საუბარი

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტით, არცერთ თანამდებობის პირს შრომის ანაზღაურება არ გაზრდია. ზარქუას თქმით, მომდევნო წელს ბიუროკრატიული ხარჯები მაქსიმალურადაა შემცირებული.

“ჩვენ ბიუროკრატიის მიმართულებით მაქსიმალურად შევიზღუდეთ. უფრო მეტიც, სამინისტროების ნაწილში შემცირდა კიდეც შრომის ანაზღაურებები. იმ ნაწილში, რაც ნახეთ, რომ ზრდა არის, ეს არის ის თანხა, რომელიც ჩვენს პოლიციელებს წინა წელს გაეზარდათ, ოღონდ არასრული წელი და ახლა, სრული წელია და ბუნებრივია, გაცილებით მეტი იქნებოდა და ეს აისახა შრომის ანაზღაურებაში, ისევე როგორც მასწავლებლებს და ჩვენს ჯარისკაცებს. თამამად შემიძლია ვთქვა, ადგილობრივი მერიის და მუნიციპალიტეტის დონეზე, არც ერთ მინისტრს, მოადგილეებს, პარლამენტის წევრს, თავმჯდომარეს თუ თანამდებობის პირს, ერთი თეთრი არ გაზრდია, პირიქით შემცირებაზეა საუბარი”,- განაცხადა ზარქუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა