გიგი უგულავა - ამნისტია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მოწყალების აქტია, რომელიც „ოცნებამ“ პოლიტიკურ კონტექსტში გათხვარა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარლამენტში ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონს ეხმაურება. უგულავას თქმით, ამნისტია არის სახელმწიფოს მხრიდან განხროციელებული მოწყალების აქტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გათხვარა პოლიტიკურ კონტექსტში. მისივე თქმით, ამნისტიის კანონის პროექტში, იარაღის უკანონო ტარების არ შეტანა არის უსამართლობა და არარაციონალურობა.

„ამნისტია არის სახელმწიფოს მხრიდან მოწყალების აქტი და მხოლოდ ისეთ საზიზღარ, გაუთლელ, ხეპრე და ძირდამპალ ხელისუფლებას, როგორიც „ქართული ოცნებაა“, შეუძლია მოწყალების აქტი გათხვაროს პოლიტიკურ ჩირქში. ციხეში დღეს არის ხუმრობა, ადამიანი რომელსაც ჰქონდა იარაღი, ესროლა ვიღაცას და დაჭრა, ის შეწყალებით გამოდის, ხოლო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ იარაღი, აღარ ვსაუბრობ ჩაუდეს თუ არა, უბრალოდ ჰქონდა იარაღი და არ გამოუყენებია, ის ადამიანი რჩება. ისმის შეკითხვა, არის თუ არა ეს სამართლიანი და რაციონალური, მხოლოდ ქოცს და მხოლოდ ასეთ ყრძო მთავრობას შეუძლია ამოჭრას ამნისტიიდან უფრო დაბალი პრობლემურობის მუხლი და გაცილებით უფრო პრობლემური მუხლები ჩასვას. დედამიწის ზურგზე, არცერთ ქვეყანაში, რუსეთში, ბელორუსსა და კიდევ უარეს ქვეყნებშიც კი თუ ამნისტიები ტარდება, მინიმუმ ორი მუხლი, ეს არის ნარკოტოკების მოხმარება და იარაღის უკანონო ტარება, მითუმეტეს, როდესაც პირველი ნასამართლეობაა, ეს არი ის მინიმალური პაკეტი, რაც ამნისტიაში შედის. ამით კიდევ ერთხელ კარგად ჩანს მორალი, რომ ესენი არ არიან ხალხზე მზრუნველები“, - განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა