„ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი“ (ესკო) განცხადებას ავრცელებს

„ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი“ (ესკო) განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, „ესკო“ - სთვის ელექტროენერგიით ვაჭრობა არაა მომგებიანი საქმიანობა, ბაზრის ოპერატორი ელექტროენერგიას ყიდულობს და ყიდის ერთი და იგივე ფასად.

„ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ მერამდენედ ხდება სიცრუის ტირაჟირება საქართველოს ენერგეტიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ამჯერად მორიგი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) და მისი საქმიანობის შესახებ. „ესკო“ - ს სააქციო საზოგადოებაა. მისი ერთადერთი აქციონერია საქართველოს სახელმწიფო. სააქციო საზოგადოების აქციათა წილის მფლობელი არასოდეს ყოფილა თანაინვესტირების ფონდი, როგორც ეს ზოგიერთ მედია საშუალებაში გადაიცა. „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო“ 2006 წლიდან საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილურობის, ქვეყნის უწყვეტი ელექტრომომარაგებისა და ქართული ენერგეტიკის აქტიური განვითარების სამსახურშია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ესკო“ - სთვის ელექტროენერგიით ვაჭრობა არაა მომგებიანი საქმიანობა. ბაზრის ოპერატორი ელექტროენერგიას ყიდულობს და ყიდის ერთი და იგივე ფასად. „ესკო“ - ს ფუნქციონირების საფუძველია ქვეყნის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგების მიზნით ელექტროენერგიის ბაზრის დაბალანსება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა