ამირან გამყრელიძე - ვაქცინაცია დიდ გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ თვითონ ახალი კორონავირუსის ცირკულაცია სულ მცირე წელიწად-ნახევარი გაგრძელდება

ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია დიდ გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ თვითონ ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, კორონავირუსი იქამდე იარსებებს, სანამ მისი ბიოლოგიური ციკლი არ დასრულდება და არ შეიქმნება გაჯერებული იმუნური ფენა.

„ეს ვირუსი ჯერ კიდევ ბევრ რამეს გვასწავლის, საჭიროა ამ 1 წლის გამოცდილების კარგი ანალიზი, რომ ჩვენ უფრო მომზადებული შევხვდეთ 2021 და 2022 წლებს. ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია დიდ გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ თვითონ ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება, სანამ მისი ბიოლოგიური ციკლი არ დასრულდება და არ შეიქმნება გაჯერებული იმუნური ფენა“,-აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ინფექციამ მთელი მსოფლიო შეაზანზარა.

„მძიმე წელი იყო 2020 წელი მთლიანად მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, პანდემიები საუკუნეში ხდება ერთხელ, ორჯერ, მაგრამ განსაკუთრებული პანდემია იშვიათია. ზუსტად 100 წლის თავზე ძალიან დიდი პანდემიისა, რომელიც ისპანკას სახელწოდებით არის ცნობილი მას შემდეგ ამ მასშტაბის და სიდიდის პანდემია მსოფლიოში არ ყოფილა. ამ გამოწვევამ შეაზანზარა მთელი მსოფლიო, არამარტო ჯანდაცვის, არამედ ყველა მიმართულებით“,-განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, მსოფლიო 2021 წელს კორონავირუსის სახარბიელო მაჩვენებლით არ ხვდება.

„2021 წელში შევდივართ არცთუ ძალიან სახარბიელო მაჩვენებლით. პანდემია კვლავ გრძელდება. ამ 1 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, არ შეიქმნა ეტიოტროპული წამალი რომელიც ამ ვირუსზე იმოქმედებს“,-აცხადებს გამყრელიძე.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, კორონავირუსმა ასწავლა მსოფლიოს, რომ 21-ე საუკუნეში მთავარი გამოწვევა სხვადასხვა მუტაციებით გამოწვეული ვირუსული და ახლად წარმოშობილი ინფექციური დაავადებები იქნება.

„ამ ვირუსმა ასწავლა კაცობრიობას, რომ თურმე, 21-ე საუკუნეში მთავარი გამოწვევები იქნება სწორედ სხვადასხვა მუტაციებით გამოწვეული ვირუსული და ახლად წარმოშობილი ინფექციური დაავადებები, რომლებიც ძირითადად რესპირაციული სინდრომით მიმდინარეობს. ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება, მეორე მთავარ გამოწვევასთან რომელიც გახლავთ ანტიმიკრობული რეზისტენტობა. ეს ყველაფერი არაპროგნოზირებადია. ჩვენ არ ვიცით როდის რა ახალი ინფექცია ან მუტანტი გაჩნდება“,-აცხადებს გამყრელიძე.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით