ერაყში, ბაღდადის ცენტრალურ მოედანზე ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის და ერაყული პოლიციის მეთაურის აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის მკვლელობის წლისთავს აღნიშნავენ. შეკრებაზე ათიათასობით ერაყელი ანტიამერიკული ლოზუნგებით გამოვიდა.
დემონსტრანტები თაჰრირის მოედანზე შეიკრიბნენ ანტიამერიკული ლოზუნგებით, ”ამერიკა არის დიდი სატანა”.
შეგახსენებთ, 2020 წლის 3 იანვარს, აშშ-ის სამხედროების მიერ ბაღდადის აეროპორტში განხორციელებული ოპერაციის დროს, ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი ყასემ სულეიმანი დაიღუპა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ მოკლული გენერლის ყასემ სულეიმანის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე შურისძიებაზე ისაუბრა. როგორც ჰასან რუჰანმა განაცხადა, ირანს საბოლოოდ არ უძიებია შური, ვიდრე ამერიკელების რეგიონში ყოფნა არ დამთავრდება.