საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის ინდოელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის ინდოელ კოლეგასთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

​უწყების ცნობით, საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, ინვესტიციების, კულტურის და განათლების სფეროებში.

"ასევე ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივ ფორმატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე. საუბრისას მინისტრებმა ასევე განიხილეს Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა როგორც საქართველოში,ისე ინდოეთში. ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე. აღინიშნა არსებულ ვითარებაში სახელმწიფოებს შორის კოორდინაციის და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ასევე ვაქცინაციის პროცესის დაწყებას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის",-აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა