„ბილკენტის უნივერსიტეტი“ - თურქმა მეცნიერებმა ხელსაწყო შექმნეს, რომელსაც კორონავირუსის გამოვლენა ათ წამში შეუძლია

თურქმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ხელსაწყო, რომელსაც კოვიდ-19-ის ვირუსის გამოვლენა ათ წამში შეუძლია. ამის შესახებ საუბარია ბილკენტის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მოწყობილობის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია არა ნიმუშის რეპლიკაციაზე, არამედ ოპტიკურ მახასიათებლებზე. ტესტირებისთვის გამოიყენება ადამიანის პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან აღებული ნიმუში, რომელსაც სპეციალურ ნაერთში აზავებენ და ათავსებენ ხელსაწყოში.

„პათოგენის აღმოჩენა ხდება ათი წამის განმავლობაში ფლუორესცენტული სიგნალის დინამიკური მიღებით“, - განმარტავენ მკვლევარები.

ინფორმაციის მიხედვით, კლინიკამდელი კვლევების დროს, ხელსაწყომ კორონავირუსის გამოვლენის 99 %-იანი ეფექტურობა აჩვენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა