მამუკა მდინარაძე - თუ „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შემოვიდა, სამწუხაროდ, შეფარვითი პრორუსული ძალები გვეყოლებიან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის 4 წევრის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაში პოზიტიურია ის, რომ საქართველოს პარლამენტში ღიად პრორუსული ორიენტაციის ძალები არ იქნებიან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ „ევროპული საქართველოს“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში შევლენ, საკანონმდებლო ორგანოში შეფარვითი პრორუსული ორიენტაციის ძალები იქნებიან.

„რაც შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური დავინახოთ არის ის, რომ ღიად პრორუსული ორიენტაციის ძალები საქართველოს პარლამენტში გარანტირებულად არ იქნებიან. რას შეცვლის მათი ყოფნა პრაქტიკაში, ოპონირების ხარისხზეა დამოკიდებული. რაც შეეხება სხვა პარტიების დამოკიდებულებას, მათში შეცვლის ალბათ „მესიჯბოქსს“, ალბათ რამე ახალს მოიფიქრებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გააუფასურონ ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლა. ბუნებრივია, ეს ასე იქნება, სხვას არც ველით, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, რაც თავისთავად პოზიტიური მოვლენაა. ოპონირების ხარისხს არ ვიცი როგორ და რა დოზით გასწევენ, რომელი თემით უფრო დაინტერესდებიან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მათი ბრიფინგიდან ერთ-ერთი პოზიტიური, რაც დავინახე, საგარეო ორიენტაციის შესახებ მათი აზრის დაფიქსირება იყო. მათი დეკლარირება დღეს იყო ისეთი, რამაც შეიძლება იმის თქმის საშუალება მოგვცეს, რომ ღიად პრორუსული ძალები საქართველოს პარლამენტში არ და ვერ იქნებიან, ეს უკვე ძალიან კარგი შედეგია. რაც შეეხება შეფარვით პრორუსულ ძალებს, თუ შემოვიდა „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა", შეფარვითი პრორუსული ძალები სამწუხაროდ გვეყოლებიან, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ",-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.

იხილეთ ვიდეო:ხელისუფლება "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრების გადაწყვეტილებას აფასებენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა