ადამ კინზინგერი ტრამპს - თქვენ არ იცავთ ქვეყანას, თქვენ დაასრულეთ და თქვენი მემკვიდრეობა კატასტროფა იქნება

„რესპუბლიკელი“ სენატორი ადამ კინზინგერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.

„რაც ჩვენ ყველამ აშშ-ის კაპიტოლიუმში ვიხილეთ, არ არის ამერიკა, რომელიც თავისუფლებისა და იმედის შუქურაა მსოფლიოსთვის. კაპიტოლიუმის შტურმი გადატრიალების მცდელობა იყო,“- განაცხადა კინზინგერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მან მომხდარში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა.

„ეს გადატრიალების მცდელობა მოქმედმა პრეზიდენტმა წაახალისა და არცთუ ბევრი რამ გააკეთა კაპიტოლიუმისა და კონსტიტუციის დასაცავად ”, - აღნიშნა კინზინგერმა.

მან „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, გუბერნატორებსა და სენატორებს მოუწოდა, მომხდარი და მისი შედეგები დაგმონ.

„მოვუწოდებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, მომხდარი და მისი შედეგები დაგმონ. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ „რესპუბლიკური პარტიის“ პრინციპებს და ვიბრძოლოთ კონსტიტუციისა და ჩვენი ამერიკული თავისუფლების დასაცავად. შემომიერთდით და ერთად დავიცვათ კონსტიტუცია, კანონი და წესრიგი,”- განაცხადა კონგრესმენმა.

გარდა ამისა, ადამ კინზინგერი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერის“ პოსტითაც ეხმიანება და დონალდ ტრამპს მიმართავს. „თქვენ არ იცავთ ქვეყანას. სად არის ვაშინგტონის დაცვა? თქვენ დაასრულეთ და თქვენი მემკვიდრეობა კატასტროფა იქნება,”- წერს კონგრესმენი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება