კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობისას დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა

აშშ-ის კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის დროს დაშავებული პოლიციელი ბრაიან სიქნიქი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პოლიციელის გარდაცვალების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცავებმა წესრიგი რამდენიმე საათში აღადგინეს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ არეულობას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამართალდამცავებმა კი 50-ზე მეტი პირი დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება