მეუფე გერასიმე - ყოველ კვირას, წირვის მერე მივდივართ და ტესტირებას ვიტარებთ - საპატრიარქოში ვინც შედის, ყველას უტარდება ტესტირება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) აცხადებს, რომ სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. როგორც მან აღნიშნა, მათ ვისაც ვირუსი გადატანილი არ აქვთ, ყოველ კვირას "კოვიდ 19"-ზე ამოწმებენ.

„სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, მათთვის არ არის საჭირო. ვისაც გადატანილი არ აქვს, ყოველ კვირას, წირვის მერე მივდივართ და ტესტირებას ვიტარებთ. საპატრიარქოში ვინც შედის, მღვდელმთავარი, სასულიერო პირი, ყველას უტარდება ტესტირება“,-განაცხადა მეუფე გერასიმემ.

ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ამჟამად იზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა