თენგიზ ცერცვაძე - საუბარია ორი ვაქცინის შემოტანაზე - „ასტრაზენეკასი” და ერთ-ერთი ჩინურის

საუბარია ორი ვაქცინის შემოტანაზე - „ასტრაზენეკასი” და ერთ-ერთი ჩინურის, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტრმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინურ ვაქცინას მსოფლიოში მაღალი ნდობა აქვს.

„ჩინეთს აქვს 5 ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი და უნდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია. ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს, სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები და სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს. იმიტომ, რომ მათ ამისთვის ბევრი დრო ჰქონდათ, ისედაც ამბობდნენ, რომ მათ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ვაქცინაზე მუშაობენ, ამიტომ ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულასთან“.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება