ეგზიტპოლი - ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლის მონაცემებით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია – „ნურ ოთანი“ ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კვლევითი ინსტიტუტის „საზოგადოებრივი აზრის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პარტია „ნურ ოთანმა“ ხმების თითქმის 72% მიიღო, პარტია „აკ ჟოლმა” - 10.18 %, „ყაზახეთის სახალხო პარტიას” ამომრჩეველთა 9.03 %-მა დაუჭირა მხარი, პარტია „აუილს“- 5.75%-მა, პარტია „ადალს“ კი- 3. 07%-მა.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყაზახეთის პარლამენტში სამი პარტია შევა.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადების მიხედვით, 22:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 63.3 % იყო.

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები კვირას, საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. ალმათის „რესპუბლიკის მოედანზე“ გამართული აქციის ორგანიზატორი ყაზახეთის დემოკრატიული პარტია იყო. შეკრებილი დემონსტრანტები სკანდირებდნენ „ბოიკოტი!“. საპროტესტო აქცია ალმათში, ასტანის მოედანზეც გაიმართა. გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა სულ მცირე 30 ადამიანი დააკავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა