არნოლდ შვარცნეგერი - პრეზიდენტი ტრამპი წარუმატებელი ლიდერია, ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ცუდი პრეზიდენტი

ჰოლივუდის მსახიობი და კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას „კრისტალნახტს“, ანუ დამსხვრეული ვიტრინების ღამეს ადარებს, როდესაც ნაცისტებმა ებრაელები დაარბიეს.

„ოთხშაბათი იყო დამსხვრეული ვიტრინების დღე სწორედ აქ, შეერთებულ შტატებში. მათ არა მხოლოდ იმ შენობის კარებები ჩაამსხვრიეს, რომელიც ამერიკული დემოკრატიის სახლია, მათ გათელეს ის პრინციპები, რაზედაც ჩვენი ქვეყანაა დაფუძნებული,“ - განაცხადა შვარცნეგერმა „ტვიტერში“ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი წარუმატებელი ლიდერია, რომელიც ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტის სახელით შევა.

„პრეზიდენტ ტრამპს სურდა, არჩევნების, სამართლიანი არჩევნების შედეგების გაუქმება. მან საზოგადოება ტყუილებით შეცდომაში შეიყვანა და მე ვიცი, სად მივყავართ ასეთ ტყუილებს. პრეზიდენტი ტრამპი წარუმატებელი ლიდერია, ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ცუდი პრეზიდენტი,“ - აღნიშნა კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, 6 იანვარს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცავებმა წესრიგი რამდენიმე საათში აღადგინეს, თუმცა არეულობას 5 ადამიანის, მათ შორის ერთი პოლიციელის, სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა