გენერალური პროკურორის განცხადებით, ნარკორეალიზატორების მიმართ პროკურატურა მკაცრ სისხლისამართლებრივ პოლიტიკას ახორციელებს

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ გატარებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

გენერალური პროკურორის განცხადებით, ნარკორეალიზატორების მიმართ პროკურატურა მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ახორციელებს. მისი თქმით, 2020 წელს 71-დან 70 შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი და გამოყენებული იყო პატიმრობა.

ნარკორეალიზატორთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეები სრულდებოდა არსებითი განხილვით და სასამართლოს მიერ გამოიყენებოდა მკაცრი სასჯელები.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, 2020 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობდა.

„კვლავ გაგრძელდა ბოლო წლების ტენდენცია და ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირთა გამოვლენაზე. განსაკუთრებით აქტუალური იყო ნარკოტიკებით ვაჭრობის ისეთი ახალი სქემების გამოვლენა, როგორიცაა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით ონლაინ ვაჭრობა. ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის აქტიური მუშაობის შედეგად 2020 წელს 16 ნარკომოვაჭრე და 13 ე.წ. ,,ინტერნეტ მაღაზია გამოვლინდა,“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ასევე, ირაკლი შოთაძემ უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტების შესწავლას, აქტივების მოძიებასა და მათ მიდევნებას.

მისივე თქმით, 2020 წელს, ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ჩამორთმევას დაექვემდებარა 854 848 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება.

როგორც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, 2020 წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც. ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობით გამოვლენილი იქნა 110კგ. „ჰეროინის“ საერთაშორისო ტრანზიტის ფაქტი.

ირაკლი შოთაძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოში წარმატებით განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა ორგანიზებული ჯგუფის სამი სხვა ქვეყნის მოქალაქე წევრის მიმართ და გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით