გიგი წერეთელი - ეკონომიკის გაჩერება და ბიზნესის სრული ჩაკეტვა, პირველ რიგში, ურტყამს ფასებს და მეტად აღარიბებს მოსახლეობას

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, ფასების ზრდა გამოწვეულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაგნაციით, რასაც თან ერთვის ლარის გაუფასურება და ქვეყანაში ინვესტიციების მკვეთრი კლება, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა პანდემიის პირობებში.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, მთავრობის სუბსიდირების მიუხედავად, არსებული ეკონომიკური კრიზისი და ზოგადად ის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ბოლო წლებში იყო ქვეყანაში, პირველ რიგში, ურტყამს ფასებს და მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს.

„რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს საქართველოში ამ პერიოდისთვის, არის ძალიან რთული ვითარება ეკონომიკურად, მოსახლეობას ყოველდღე უძვირდება მოხმარების საქონელი, რაც მას აუცილებლად სჭირდება, ყველაზე ელემენტარულიც კი.

ეს, რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკა პრაქტიკულად არის სტაგნაციაში, ჩვენ ვხედავთ ლარის კურსი რა ნიშნულზეა, შესაბამისად, საქართველოში, სადაც ძალიან ცოტა რამ იწარმოება, ყველაფერი შემოდის უცხოეთიდან, არის იმპორტირებული და ეს ყველაფერი მიყვება დოლარის ფასს, ამას დამატებული ის, რომ ძვირდება გაზი, ელექტროენერგია, და ეს თავისთავად, რაც არ უნდა სუბსიდირება მოხდეს, მაინც გაზრდის ტვირთს მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, ზოგადად ის ეკონომიკური პოლიტიკა რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო ქვეყანაში, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, ინვესტიციების მკვეთრი კლება, არამარტო პანდემიის დროს, თუმცა პანდემიის პერიოდში დამატებით ეკონომიკის სრული ჩაკეტვა და ბიზნესის გაჩერება, პირველ რიგში ურტყამს ფასებს, ჩვენი მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს და ძალიან ამძიმებს ცხოვრებას”,- განაცხადა წერეთელმა.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა